გაალამაზეთ ახალი წლის სუფრა თქვენი ნახელავით და დაიბედეთ სიტკბო და სილამაზე!

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გემრიელი და ნოყიერი “სნიკერსი” ახალი წლის სუფრის მშვენება

ცომისთვის:

5 კვერცხის ცილა და 5 კოვზი შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ გულები, 1 ჩ/კ. სოდა ძმარში ან ლიმონის წვენში გახსნილი. დავამატოთ 1 ს/კ. თაფლი, 2 ს/კ. კაკაო, 5 ს/ კ. ფქვილი. დავასხათ ცხიმწასმულ  ფორმაზე და 40 წუთის განმავლობაში ვაცხოთ 130 გრადუსზე.

ბეზე:

4 კვერცხის ცილა ვთქვიფოთ გათეთრებამდე, შევურიოთ 300-350 გრ. შაქარი და კარგად ამოვიყვანოთ. ცხიმასმულ ქაღალდზე ვაცხოთ 100 გრადუსზე 2 საათის განმავლობაში.

- Advertisement -
Ad imageAd image

კრემი:

250 გრ. კარაქი და 1 ქილა მოხარშული შესქ. რძე ავთქვიფოთ, დავამატოთ ვანილი.

გამომცხვარი ფირფიტა გავჭრათ შუაზე. წავუსვათ კრემი, შემდეგ დაჭრილი მიწის თხილი მოვაყაროთ, შემდეგ ბეზე, ისევ კრემი, მიწის თხილი და ბოლოს ბისკვიტის ნახევარი დავადოთ. ზემოდან დავასხათ მინანქარი.

მინანქარი:

100 გრ. კარაქი, 2 ს/კ. კაკაო, 3 ს/კ. რძე, 5 ს/კ. შაქარი. ყველაფერი ავურიოთ და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ 2-3 წუთი. შევაგრილოთ და მოვასხათ ნამცხვარს.

- Advertisement -
Ad imageAd image

Კითხვის გაგრძელება 👉 #shenisupra

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). გაალამაზეთ ახალი წლის სუფრა თქვენი ნახელავით და დაიბედეთ სიტკბო და სილამაზე!. 5 იანვარი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ახალი-წლის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi