ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაზიარების ათი წესი, რომელიც უნდა იცოდეს ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა

ზიარების ათი წესი, რომელიც უნდა იცოდეს ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა

ზიარების ათი წესი, რომელიც უნდა იცოდეს ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა:
1. ზიარება მიღებულ უნდა იქნას უზმოზე, დილიდან თქვენ არ უნდა ჭამოთ, არც დალიოთ; თუმცა, არ დაუჯეროთ მათ, ვინც გეუბნებათ, რომ უზმოზე არ შეიძლება კბილების გაწმენდა ან გამოვლება; ასეთი მითითება საეკლესიო წესდებაში არ არსებობს და არც არასოდეს ყოფილა.
2. გახსოვდეთ, რომ ზიარებაში თქვენ მოგეცემათ არა უბრალოდ პური და ღვინო, არამედ მაცხოვრის ხორცი და სისხლი, პურისა და ღვინის სახით; თუ თქვენ ამის არ გჯერათ, ან ეჭვობთ, ნუ მიეახლებით ზიარებას, სანამ არ გათავისუფლდებით ურწმუნოებისა ან ეჭვებისაგან.
3. არ დაიგვიანოთ ტაძარში ღვთისმსახურების დაწყებისას და არ წახვიდეთ წირვის დასრულებამდე. აღსარებისთვის შეარჩიეთ დრო ლიტურგიისაგან ცალკე, ან წინადღეს, ან იმავე დღეს, წირვის დაწყებამდე. ლიტურგიის დროს ყურადღებით მოისმინეთ ყველაფერი, რაც იგალობება და იკითხება ტაძარში. რადგან მთელი ლიტურგია, დასაწყისიდან დასასრულამდე გვამზადებს ჩვენ ქრისტეს საიდუმლო ზიარების მისაღებად.
4. იმ მომენტისათვის, როცა მღვდელი ან დიაკვანი გამოაბრძანებს წმინდა ბარძიმს სიტყვებით: „შიშითა ღვთისათა, სიყვარულითა და სარწმუნოებით მოვედით“, თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საკურთხევლის სიახლოვეს; თუ ზიარებისათვის გამოდის ერთდროულად რამდენიმე მღვდელი, რამდენიმე ბარძიმით, მიდით მასთან, ვინც თქვენთან ახლოს აღმოჩნდება. არ ეცადოთ ჩადგეთ რიგში ყველაზე პატივცემულ ან ცნობილ მღვდელთან, რადგან ქრისტეს სისხლი და ხორცი ყველა ბარძიმში ერთი და იგივეა და მას გაწვდით თავად ქრისტე მღვდლის მეშვეობით.
5. წმინდა ბარძიმთან მიახლებისას ხელები დაიწყვეთ მკერდზე ჯვრისებურად; თუ თქვენ ხელში, ხელზე, ან მხარზე ჩანთა გაქვთ, დადეთ ძირს, რომ არ ჩამოგვარდეთ ზიარების დროს და არ წამოედოს წმინდა ბარძიმს.
6. მიუახლოვდებით რა მღვდელს, დაასახელეთ თქვენი სახელი, არა ჩურჩულით ან ხმადაბლა, არამედ, ხმამაღლა და გარკვევით, რომ გასაგები იყოს. მაშინაც კი, როცა დარწმუნებული ხართ, რომ მღვდელმა იცის თქვენი სახელი, მაინც აუცილებლად წარმოთქვით იგი, რადგან ხალხის დიდ სიმრავლეში მღვდელს ნამდვილად შეიძლება ყველაზე კარგად ნაცნობი ადამიანის სახელიც კი დაავიწყდეს. ნუ ჩააყენებთ მას უხერხულ მდგომარეობაში. თქვენს სახელს ნუ მიამატებთ გვარს ან სხვა სიტყვებს, ვთქვათ, მონა ღვთისა ან მხევალი ღვთისა, ან უძლურებაში მყოფი და სხვა. მღვდელმა თქვენგან უნდა მოისმინოს მხოლოდ თქვენი სახელი. ყოველთვის წარმოთქვით სრული სახელი.
7. ნუ გადაიწერთ პირჯვარს ნურც ზიარების წინ, ნურც მაშინვე ზიარების მიღებისთანავე. იმიტომ, რომ შემთხვევით არ გამოსდოთ ხელი ბარძიმს და არ დააქციოთ მაცხოვრის ძვირფასი სისხლი. ბარძიმის წინ დადექით სწორად და არ მოიხაროთ, უყურეთ ბარძიმს და არა იატაკს, პირი გააღეთ ფართოდ, თორემ ქრისტეს ნაწილი შეიძლება წამოედოს თქვენს ტუჩებს და ძირს დავარდეს. არ ამოძრავოთ თავი და არ ეცადოთ პირით დაიჭიროთ ზიარების კოვზი, თორემ მღვდელს შეიძლება შეეშალოს, ააცდინოს და წმინდა სისხლი დაიღვრება. გაითვალისწინეთ, რომ თუ წმინდა სისხლი დაეღვრება თქვენს ტანსაცმელს, მღვდელი მოვალე იქნება ამოჭრას და დაწვას ქსოვილის ის ნაჭერი, რომელზეც ის დაესხა.
8. ზიარების მიღების შემდეგ ნურაფერს წარმოთქვამთ, ნუ გადაუხდით მადლობას მღვდელს, ნუ დაუსვამთ კითხვებს, მოწიწებით და ფრთხილად ეამბორეთ ბარძიმის ფეხის ქვედა კიდეს, ისე, რომ არ გაჰკრათ. შემდეგ წადით იმ ადგილისკენ, სადაც მიიღებთ სეფისკვერს და დააყოლებთ ცხელ წყალში განზავებულ ღვინოს.
9. თუ თქვენ საზიარებლად მიიყვანეთ ჩვილი, დაიწვინეთ ის მარჯვენა ხელში და არა მარცხენა ხელზე. თუ ბავშვი უკვე დამოუკიდებლად დადის, ზიარებაზეც თავისი ფეხით მივიდეს. ძალიან მნიშვნელოვანია აზიაროთ ბავშვი რეგულარულად, რათა არ ეშინოდეს ზიარების, არ იტიროს და არ იჭირვეულოს. თუ ბავშვი აქტიურად უძალიანდება ზიარების მიღებას, ნუ აიძულებთ, რათა ზიარების მიღება მის ცნობიერებაში არ იქნას ასოცირებული სტრესთან და ძალადობასთან.
10. ზოგიერთები განიცდიან ზიზღს იმის მიმართ, რომ ასობით ადამიანი ეზიარება ერთი ბარძიმიდან და ერთი კოვზით. თუ თქვენ გაქვთ ასეთი შეგრძნება, შეეცადეთ გადალახოთ იგი. ნუ შეგეშინდებათ, რომ დაავადდებით სხვა ადამიანებისგან საზიარო კოვზით, რადგან ქრისტეს სისხლისა და ხორცის სიწმინდე ანადგურებს ყოველგვარ გამომწვევს. ამავე დროს, თუ თქვენ გაქვთ გრიპი ან სხვა რაიმე გადამდები დაავადება, ნუ მოხვალთ ტაძარში, რათა არ გადასდოთ სხვებს, ასეთ შემთხვევაში შინ ილოცეთ. თუ ძლიერ ავად ხართ, მიიწვიეთ მღვდელი თქვენს სახლში, რომ მან შინ გაზიაროთ.
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ზიარება ყველაზე დიდი საიდუმლოა. ის აერთებს ადამიანს ღმერთთან არა მხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც; რამეთუ ზიარებისას ჩვენ შინაგანად ვიღებთ სისხლსა და ხორცს არა უბრალო ადამიანისა, არამედ განკაცებული ღმრთისა. ზიარების შედეგ ჩვენი სხეულის უჯრედებში შეითვისება თავად ღმერთის სხეულის ნაწილები, და ჩვენს ძარღვებში ამოძრავდება მისი სისხლი. ამიტომ ზიარების შემდეგ უნდა მოვიქცეთ განსაკუთრებით მოწიწებულად, რომ მრავალსიტყვაობით, მიწიერი ზრუნვით, ვნებებით თუ ცოდვებით არ გავფანტოთ და დავკარგოთ ძვირფასი ნიჭი, რომელიც მივიღეთ.
📝 დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

  "ბევრი ჭორი გავრცელდა ვანო ნადირაძის გარდაცვალების შესახებ, ხელთ მაქვს ექსპერტიზის პირველადი დასკვნა...
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.