სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა – გრიგოლ ლილუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.

ლილუაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მის ადვოკატს გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დადებული.

სხდომას, რომელიც დახურულ რეჟიმში გაიმართა, ბრალდებული არ დაესწრო. მისი წერილი პროცესზე ადვოკატმა წაიკითხა:

„გამოვხატავ დიდ პატივისცემას სასამართლოს მიმართ. სანამ სრულად არ შევისწავლი საქმის მასალებსა და მტკიცებულებებს, არ ვაპირებ რომ სხდომას დავესწრო. სრულ ნდობას ვუცხადებ ჩემს ადვოკატს“.

გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ფინანსდებოდა ოპოზიცია.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 24 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სუს-ის-ყოფილ-უფროსს-გრიგო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi