მარნეულში N4 საჯარო სკოლაში თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა. შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოსწავლეს დაზიანებები თავისა და კისრის არეში აღენიშნებოდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილობრივი მედიის, Marneulinews-ს ინფორმაციით, მოსწავლის მდგომარეობა სტაბილურია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა. 12 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მარნეულში-თანასკოლელმა/
