სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიგრიპის სეზონი საქართველოში - მდგომარეობა სტაბილურია, ვაქცინაცია აქტიურად გრძელდება

გრიპის სეზონი საქართველოში – მდგომარეობა სტაბილურია, ვაქცინაცია აქტიურად გრძელდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო გრიპის სეზონს მზად ხვდება.

სამინისტროს ინფორმაციითვე, ამჟამად, ქვეყნის ყველა რეგიონში, ძირითადად, A/H3N2 ვირუსი ცირკულირებს.

„ასევე, დაფიქსირებულია სხვა სეზონური რესპირაციული ვირუსები — რინოვირუსები, პარაგრიპი, რესპირატორული სინციტიური ვირუსი და სხვა.

ვირუსი, ძირითადად, სახლის პირობებში, ოჯახის ექიმის მიერ იმართება. გრიპის წლევანდელ შტამებზე მოქმედი ვაქცინა ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება და დაახლოებით, 150 000 ადამიანი უკვე აიცრა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი სეზონური ვაქცინა ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია და უფასოდ ტარდება.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, როგორებიცაა ორსულები, მოხუცები, ბავშვები (6 თვიდან), სუსტი იმუნური სისტემის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, ოთახების განიავება, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება.

დღეს არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებით, პროცესი სრულად მართულია და ჯანდაცვის სისტემა მზადაა სეზონის მიმდინარეობის შესაბამისად, მოსახლეობას დროული და ხარისხიანი მომსახურება გაუწიოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  ჭარხალს აქვს წარმოუდგენელი ძალა: მას შეუძლია განკურნოს 11 დაავადება! ამ ბოსტნეულს მართლაც აქვს სამკურნალო თვისებები!
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი