ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებირატომ არ უნდა გარეცხოთ ნედლი ქათამი არასდროს და რატომ არის ეს სახიფათო

რატომ არ უნდა გარეცხოთ ნედლი ქათამი არასდროს და რატომ არის ეს სახიფათო

ნედლი ქათმის გარეცხვა თითქოს ჰიგიენური საქციელია, მაგრამ სინამდვილეში, ეს არასაჭირო და შეიძლება სახიფათო ქმედებაც კი იყოს.

სასურსათო მაღაზიაში ნაყიდი ქათამი უკვე გარეცხილია. ამას გარდა, ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ ეს პრაქტიკა პათოგენებს ვერ სპობს და პირიქით, შეიძლება მიკრობები გაავრცელოს.

„იმის მიუხედავად, რას გეუბნებიან ან ხედავთ სოციალურ მედიაში, არასოდეს გარეცხოთ ნედლი ქათამი მომზადებამდე. ამით ბაქტერიებს გაავრცელებთ სამზარეულოში და გაზრდით საკვებით გამოწვეული დაავადებების რისკს“, — ამბობს ავსტრალიის საკვების უსაფრთხოების ინფორმაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯულიან კოქსი.

2022 წლის ონლაინგამოკითხვის თანახმად, აშშ-ში, 1822 მონაწილიდან 73 პროცენტმა უპასუხა, რომ ისინი ნედლ ქათამს რეცხავდნენ.

მხოლოდ 30 პროცენტმა იცოდა, რომ ეს არ შეიძლება.

აშკარაა, რომ ამ საკითხზე განათლება არასაკმარისია, რაც ადამიანებს საფრთხეში აგდებს.

ყოველწლიურად, აშშ-ში საკვებით გამოწვეული დაავადებების დაახლოებით 47,8 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება და ამაზე პასუხისმგებელი ყველაზე ხშირად ერთი პროდუქტია — ფრინველის ნედლი ხორცი.

მიუხედავად იმისა, რომ ქათმის გარეცხვა შეიძლება პირდაპირი მიზეზი არ იყოს, ის რისკს ზრდის.

2019 წელს, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ იმ მონაწილეთა 26 პროცენტმა, რომლებიც ქათამს რეცხავდნენ, ბაქტერიები შემდეგ გადასდეს სალათას, მაშინ, როდესაც იმავე ნიჟარაში მწვანილები გარეცხეს.

ნიჟარის საფუძვლიანი დეზინფექცია ცხელი საპნიანი წყლით, რა თქმა უნდა, კარგი ვარიანტია, მაგრამ არასაჭირო საქმეა.

ასევე ნახეთ:

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ვინ და რატომ არ უნდა მონათლოს ბავშვები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი