„მიწა ვიყავი, მიწად ვიქეცი“ ბერი მამა გაბრიელის ცხოვრების მძიმე გზა, რომელიც მან საღვთო სიყვარულით გაიარა
გაბრიელ ბერის ანდერძი
„დიდება ქრისტე ღმერთს. უწმიდესისაგან და უნეტარესისაგან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისგან ვითხოვ შენდობას და ლოცვა-კურთხევას. სამღვდელო და სამონაზვნო დასს ყველას გიტოვებთ ლოცვა-კურთხევას და შენდობა-პატიებას. ღმერთი არს სიყვარული, რომელიც რომ მე ბევრი ვეცადე, ვერ მივაღწიე ღმერთსა და მოყვასის სიყვარულს მაცხოვრის მცნებით. სიყვარულშია მთელი ადამიანის ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება. უკუბოვოდ, მანტიით დამმარხონ. იყავით კეთილნი და მდაბალნი, სიმდაბლესა შინა მოგვიხსენა ჩვენ უფალმა. მდაბალთა მოსცეს მადლი. ყველა დაბადებული ადამიანის წინაშე სიმდაბლით, სიკეთით და სიყვარულით იყავით. ყველას სიყვარული მიმაქვს – მართლმადიდებელი ერისა და დაბადებული ადამიანისა. მიზანი სიცოცხლისა, ხილული ქვეყნისა არის სასუფევლის პოვნა და ღმერთთან მიახლოება და მარადისობაში დამკვიდრება. და მეცა ამას გისურვებთ სულ ყველას, ლოცვა-კურთხევით დამიტოვებია, რომ არავინ დაჰკარგოს ღვთის დიდი წყალობა და ყველა ღირსი გახდეს სასუფეველში დამკვიდრებისა. არა არს კაცი, რომ სცხონდეს და არა სცოდოს. მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი, დიდი უღირსი, დიდი უძლური. ყველას გთხოვთ მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემი საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეცი. ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია.“
მამა გაბრიელის ანდერძში მისი ყოველი სიტყვა რჩევაა, გულისტკივილი, სიყვარული და ბრძოლა სიკეთისთვის. და სწორედ ამ სიტყვებიდან იწყება ის გზა, რომელიც მან ამ ქვეყანაზე გაიარა. გზა, რომელმაც პატარა კელია სულიერ თავშესაფრად აქცია, ხოლო ერთი ადამიანის სიყვარულმა ათასობით გულს მიაღწია. ამ სიტყვების ძალას განსაკუთრებით მაშინ იგრძნობ, როდესაც მის კელიაში შედიხარ, იქ, სადაც თითოეული ნივთი, თითოეული სიწმინდე და მისი ხელით აშენებული ეკლესია დღესაც ინახავს იმას, რასაც ადამიანები მუდამ ეძებენ – სითბოს, სიმშვიდეს და რწმენას…
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.


