რძიანი ჩაის მომზადების წესი და სასარგებლო თვისებები

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

რძიანი ჩაის კომბინაცია საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილია, როგორც დიდი ბრიტანეთის ტრადიციული სასმელი. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ რომ მისი მომზადება მარტივია, რადგან რძიანი ჩაი ეს არის ნებისმიერ ჩაის ტიპს დამატებული რძე, თუმცა მის სწორად მომზადებას შესაბამისი მითითებები სჭირდება.

თითოუელ ჩაის მისთვის დამახასიათებელი განსხვავებული გემო აქვს. მაგალითად ბურთულებიანი ჩაი ტკბილი და კრემიანია, ბრიტანული ჩაი კი უფრო ძლიერი. რძეს ძირითადად შავ ჩაიში, განსაკუთრებით ბრიტანულში, იყენებენ, რაც აბალანსებს შავი ჩაის სიმწარეს, შემოაქვს კრემის გემო და ხდის უფრო გლუვს. რძის დამატება შესაძლებელია როგორც ცხელი, ასევე ცივი ჩაის შემთხვევაში.

გარდა იმისა, რომ რძიან ჩაის აქვს სასიამოვნო გემო, ის ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. ჩაი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და სხვა სამკურნალო თვისებებით, რაც თქვენს ორგანიზმს მუდამ კარგ მდგომარეობაში აყენებს.

რძიანი შავი ჩაი დაგეხმარებათ:

• იმუნიტეტის გაძლიერებაში
• ენერგიის მომატებაში
• საჭმლის მონელების სისტემის გაუმჯობესებაში
• კანისა და თმის სიჯანსაღეში

 

- Advertisement -
Ad imageAd image

რძიანი ჩაის სახლში მომზადება ძალიან მარტივია. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მარტივი რეცეპტი მის მოსამზადებლად.

 

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა წყალი
  • 2 ჩაის კოვზი შავი ჩაი ან 1 ჩაის პაკეტი
  • 1 ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი ან თქვენთვის ალტერნატიული დამატკბობელი
  • ¼ ჭიქა სასურველი რძე

მომზადების წესი:

• პირველ რიგში მოადუღეთ სუფთა, წყაროს ან გაფილტრული წყალი
• ფინჯანში მოათავსეთ ჩაის პაკეტი, დაახსით ადუღებული წყალი და დაელოდეთ 5 წუთი. რაც უფრო დიდი ხნით დატოვეთ ჩაის პაკეტს ჭიქაში,მით უფრო ძლიერ ჩაის მიიღებთ. დიდი ხნით ნუ გააჩერებთ, რადგან ჩაი შესაძლოა ძალიან მწარე გახდეს
• დაამატეთ შაქარი და მოურიეთ სანამ შაქარი არ გაიხსნება
• თავდაპირველად, ერთი წვეთი რძე ჩაასხით. რაოდენობა დაარეგულირეთ თქვენი გემოვნების მიხედვით, რძე ჩაამატეთ იქამდე, სანამ სასურველ ფერს და კონსისტენციას არ მიიღებთ.
• კიდევ ერთხელ მოურიეთ, შემდეგ კი დაბრძანდით და გემრიელად მიირთვით.
კითხვის გაგრძელება 👉 #shenisupra

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). რძიანი ჩაის მომზადების წესი და სასარგებლო თვისებები. 4 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რძიანი-ჩაის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi