პარასკევი, იანვარი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოში კვერცხი ძვირდება - რამდენი თეთრით გაძვირდება კვერცხი?!

საქართველოში კვერცხი ძვირდება – რამდენი თეთრით გაძვირდება კვერცხი?!

საქართველოში, კვერცხის ფასი შესაძლოა მაქსიმუმ 2 თეთრით გაიზარდოს. გაძვირებას ახალი წლის შემდეგ უნდა ველოდოთ. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ფასზე ზეგავლენას ახდენს, სამუშაო ძალის და დისტრიბუციის ხარჯების ზრდაა.

„შესაძლოა, ახალი წლის შემდეგ გაძვირება გარდაუვალი გახდეს. მარცვლეულის ფასი დაახლოებით 30%-ით მოიმატა. მნიშვნელოვანი პრობლემა ისევ ადამიანური რესურსის ხარჯებია. ქალაქში გაჩენილი საცობები, გაზრდილი ჯარიმები და ტრანსპორტირების სირთულეები ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდს — რაც ადრე ერთი მძღოლის გაკეთებული იყო, ახლა ორიც ვერ ასწრებს. დიდი ალბათობით, თებერვლიდან ფასი 1.5-2 თეთრით მოიმატებს,“ — განაცხადა „ბიზნესპრენიუსთან“ მეფრინველეების ასოციაციის თავმჯდომარემ, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა

მისი თქმით, სხვადასხვა ფაბრიკას განსხვავებული დანახარჯები აქვს, თუმცა მისი შეფასებით, თუნდაც გაძვირება მოხდეს, 2 თეთრზე მეტი არც ერთ საწარმოში არ უნდა იყოს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  11 სექტემბერი იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეა - მძიმე მარხვის დღე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი