4 დეკემბერი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული – ლოცვა რომელიც უნდა წაიკითხოთ 👉

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
4 დეკემბერი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს 4 დეკემბერს აღნიშნავს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი ორმოცდაათი წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. წმინდა ანამ უფალს აღუთქვა, თუ წყალობას მიიღებდა, შვილს მასვე შესწირავდა.

ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მას ასული – მარიამი ეყოლებოდა, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა. სამი წლის განმავლობაში მარიამი სახლში იზრდებოდა. შემდეგ კი მშობლებმა იგი აღსაზრდელად იერუსალიმში, ტაძარში მიიყვანეს.

ტროპარი:
სიხარულსა წინადაგვიწინდებს დღეს ჩუენ ანა წინააღმდგომსა მწუხარებისასა, რომელმან აღმოაცენა მხოლო მარადის ქალწული, რომელსაცა შეიყვანებს დღეს სიხარულით ტაძრად უფლისა, ვითარცა ნამდვილვე ტაძარსა სიტყვისა ღმრთისასა და უბიწოსა დედასა.
კონდაკი:
სიხარულითა აღევსების დღეს ყოველი სოფელი დღესასწაულსა ღმრთისმშობელისასა, მღაღადებელი ესრეთ: რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 4 დეკემბერი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული – ლოცვა რომელიც უნდა წაიკითხოთ 👉. 2 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/4-დეკემბერი-ყოვლადწმიდა-ღ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi