კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიგსურს გაიგო რა ხდება შენს ორგანიზმში 18 საათიანი დიეტის ანუ ინტერვალური შიმშილის დროს? - მაშინ...

გსურს გაიგო რა ხდება შენს ორგანიზმში 18 საათიანი დიეტის ანუ ინტერვალური შიმშილის დროს? – მაშინ ეს სტატია შენთვისაა რათა გაიგო მეტი 18 საათიანი დიეტის შესახებ

რა წარმოადგენს 18-საათიან შიმშილს? – როგორ დავიწყოთ 18 საათიანი დიეტა

ინტერვალური შიმშილის ამ ვარიანტში ადამიანი მხოლოდ ექვს საათს უთმობს კვებას, ხოლო დანარჩენ პერიოდში კალორიებს არ იღებს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სხეულს ეძლევა დრო, გადავიდეს ცხიმის ენერგიად გადამუშავების რეჟიმზე, რაც ხელს უწყობს როგორც წონის კლებას, ისე სხვადასხვა დაავადების რისკის შემცირებას.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ასეთ რეჟიმში ორგანიზმი უკეთ წვავს ცხიმს, არამარტო იმიტომ, რომ ნაკლებ კალორიას იღებ, არამედ იმიტომაც, რომ სხეული იწყებს ენერგიის გამომუშავებას კეტონების საშუალებით — ეს იმას ნიშნავს, რომ ენერგიისთვის იყენებს ცხიმის მარაგს და არა გლუკოზას.

გსურს გაიგო რა ხდება შენს ორგანიზმში 18 საათიანი დიეტის ანუ ინტერვალური შიმშილის დროს? და რა სარგებელი აქვს შენი ორგანიზმისთვის? მაშინ ეს სტატია შენთვისაა რათა გაიგო მეტი 18 საათიანი დიეტის შესახებ

რა პროცესები ვითარდება ორგანიზმში 18-საათიანი შიმშილისას?

კეტოზი და ცხიმის წვა

გრძელი შუალედი საკვების გარეშე მეტაბოლიზმს აიძულებს, გადაერთოს ცხიმოვანი უჯრედების წვაზე. სწორედ ამიტომ, ამ მეთოდს ხშირად უკავშირებენ სწრაფ ცვლილებებს წონაში.

ზრდის ჰორმონის მომატება

შიმშილის პერიოდში იზრდება HGH — ჰორმონი, რომელიც მნიშვნელოვანია კუნთების რეგენერაციისთვის და ცხიმის წვის ეფექტიანად მიმდინარეობისთვის. ამ ჰორმონის მომატება ადამიანს აძლევს მეტ ენერგიას და მხარს უჭერს სხეულის სტრუქტურის გაუმჯობესებას.

18-საათიანი ინტერვალის დადებითი მხარეები

1. ანთების შემცირება

ანთება ბევრი დაავადების საწყისი მიზეზია. ინტერვალური შიმშილი ხელს უწყობს ანთებითი პროცესების განელებას, რაც დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, გულზე, სისხლძარღვებზე და სხვა ფუნქციებზე.

2. დიაბეტის რისკის შემცირება

შიმშილის ხანგრძლივი პერიოდები აწესრიგებს ინსულინის მგრძნობელობას და ამცირებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს, რაც დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს.

3. გულის ჯანმრთელობა

ქოლესტერინის შემცირება და არტერიული წნევის დარეგულირება გულის ფუნქციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. რეგულარული ინტერვალური შიმშილი ორგანიზმს ეხმარება, თავიდან აიცილოს სისხლძარღვებში სახიფათო დაგროვებები.

4. კიბოს რისკის შემცირების პოტენციალი

მეტაბოლიზმის აჩქარება და იმუნური სისტემის გაძლიერება შესაძლოა ხელს უწყობდეს იმ პირობების განეიტრალებას, რომლებიც გარკვეული ტიპის სიმსივნეს გამოკვებავს.

  4 ყველაზე საშიში საკვები

როგორ დავიწყოთ 18:6 რეჟიმი? — მარტივი რჩევები

  1. დაიწყე მცირე ინტერვალით
    12-საათიანი შუალედი შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი. როცა მოერგები, შეგიძლია გადახვიდე 18-საათიან გეგმაზე.

  2. გამოიყენე აპლიკაციები
    ისინი დაგეხმარება, არ გამოტოვო წყლის დალევა და აკონტროლო შენი პროგრესი.

  3. მოარგე გრაფიკს
    კვების ექვსსაათიანი ფანჯარა ისე დაგეგმე, რომ ეწერებოდეს შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში — იქნება ეს ლანჩი მეგობრებთან თუ საღამოს გასეირნება.

  4. გამოიყენე ბუნებრივი მადის დამთრგუნველები
    წყალი, ყავა და ჯანჯაფილი დაგეხმარება იმ დროს, როცა შიმშილი ძლიერია.

  5. კარგად იკვებე კვების პერიოდში
    აუცილებელია, რაციონში შედიოდეს:

    • ბოსტნეული (თითქმის ყველა სახეობა)

    • პარკოსნები და მარცვლეული

    • ხილი და კენკრები

    • თხილი

    • ცილოვანი პროდუქტები — ხორცი ან ზღვისნაყოფი

ვინ უნდა მოერიდოს ამ დიეტას?

18-საათიანი შიმშილი არ არის ყველასთვის. მოერიდონ:

  • დიაბეტის მქონე პირები

  • ადამიანები, რომლებიც იღებენ გულისა და წნევის მედიკამენტებს

  • ვინც წარსულში ქონდა ან აქვს კვებითი აშლილობები

  • ძალიან დაბალი წონის მქონე პირები

თუ ორგანიზმი მზად არის და ექიმის რეკომენდაცია არ გაქვს საწინააღმდეგო, 18:6 ინტერვალური შიმშილი შეიძლება იყოს მარტივი, ეფექტური და საკმაოდ ბუნებრივი გზა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.