კვირა, ნოემბერი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესითბილისში ოქტომბერში 4 178 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა - როგორია 1 კვ.მ-ის საშუალო...

თბილისში ოქტომბერში 4 178 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა – როგორია 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი

თბილისში ოქტომბერში 4 178 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც „ქოლიერსის“ კვლევის მიხედვით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 9%-იანი ზრდაა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ახალ პროექტებში გაყიდვები გაიზარდა, ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების კლება ფიქსირდება.

„2025 წლის ოქტომბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 13.1%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 12.1%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 14.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობა 4%-ით შემცირდა ძველ პროექტებში“, – აღნიშნულია „ქოლიერსის“ კვლევაში.

ამასთანავე, მიმდინარე წლის ოქტომბერში წლიურად 13%-ით გაიზარდა ფასები. უფრო დეტალურად, 2024 წლის ოქტომბერში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 064 დოლარი იყო, წელს კი ღირებულება 1 202 დოლარს გაუტოლდა.

ცნობისთვის, 2025 წლის ოქტომბერში ბაზრის ზომა წლიურად 25.2%-ით გაიზარდა და 336 მილიონი დოლარი შეადგინა.

 

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  გმირთა მოედანთან ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ და სანაპიროზე ჩამსვლელი დამატებითი სამოძრაო ზოლი მოეწყობა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი