„იწყება მზიას სასამართლო … რეჟიმის სადისტური მიდრეკილება იმაშიც გამოიხატება, რომ არჩეულ იქნა მცირე დარბაზი და „ამოღებული სკამები“. ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვას ესწრება.
“იწყება მზიას სასამართლო … რეჟიმის სადისტური მიდრეკილება იმაშიც გამოიხატება, რომ არჩეულ იქნა მცირე დარბაზი და „ამოღებული სკამები“. 28-ზე მეტი ოჯახის წევრი და მხარდამჭერი ვერ უნდა ამხნევებდეს ადამიანს, რომელსაც საქართველო და მსოფლიო აღიარებს ღირსეულ პიროვნებად, პროფესიონალ ჟურნალისტად და თავისუფლებისთვის შეუპოვარ მებრძოლად.
ბევრი საერთაშორისო ჯილდო მიიღო მზიამ, თუმცა მთავარი მიანიჭა საკუთარ საზოგადოებამ სამშობლოს სიყვარულისთვის!
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას ბრწყინვალების ორდენი მიენიჭება!
მადლობა მზია მაგალითად რომ მოგვევლინეთ და თქვენს მაგალითზე ვრწმუნდებით, რომ საქართველოში ღირსებას, განათლებას და ჭეშმარიტ პატრიოტიზმს მომავალი გააჩნია. ესე იგი საქართველო გადარჩება“, – წერს ზურაბიშვილი.


