პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში მამა გაბრიელთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
“ამ თემით არასოდეს მისარგებლია! არასოდეს ვიკადრებ, უბრალოდ, ისეთ შოკში ჩავვარდი, უნდა გაგიზიაროთ!
მონტენეგროში ვარ! ვისაც ევროპისკენ გზა გაეხსნა და დახმარება სჭირდება, გვერდში ვუდგავარ! ხოდა, აქვე მშვენიერი პატარა მონასტერია და შევისეირნე შესვენებაზე გუშინ.
ზღურბლზე გადაბიჯებული არ მქონდა, გავშეშდი. მამა გაბრიელის ხატია პირველი, რასაც დაინახავთ, როგორც კი შედიხართ!
თვალებს არ დავუჯერე, ძალიან ახლოს მივედი, წასაკითხად და როგორც ჩანს, ისე ახლოს მივედი, იქვე მდგომი მამაო შეწუხდა და მოვიდა, რას აკეთებო.
ხოდა, თავზე ისე წამომადგა, გული გამისკდა და ბიძაჩემია შოკში ვართქო.
ხოდა კარგად გამომკითხა ყველაფერი და აგერ მთელი დღეა იმის მერე მთელი ქალაქი ისე მესალმება, ასე მგონია, ხელის შეხებას ცდილობენ. ასეთ ამბავში ვარ…” – წერს თინა ხიდაშელი.
თინა ხიდაშელმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა: “მამა გაბრიელი დედაჩემის ბიძაშვილი იყო და ბიძად მეკუთვნოდა”


