ორშაბათი, ნოემბერი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოს ტერიტორიაზე ამ დრომდე ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების...

გარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოს ტერიტორიაზე ამ დრომდე ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მომატებული კონცენტრაცია, რაც განპირობებულია ქვეყანაში სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით

საქართველოს ტერიტორიაზე ამ დრომდე ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია, რაც განპირობებულია ქვეყანაში სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გასულ დღეებთან შედარებით, ატმოსფერული ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება მცირედით შესუსტებულია. პროცესი სინოპტიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მყარი ნაწილაკების მაჩვენებლების კლება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ, ასევე, რეკომენდაციები მიიღოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge„რეკომენდაციების“ ველში.

აღსანიშნავია, რომ ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა საქართველოში 6 ნოემბრიდან ფიქსირდება.

  29 მაისი, ამაღლების დღესასწაული - რა უნდა იცოდეთ ამაღლების დღესასწაულზე და რა ლოცვა უნდა წაიკითხოთ ამ დღეს?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი