ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს – საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხოლო ამოღებული სურსათი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
სურსათის ეროვნული სააგენტო რძისა და რძის გადამმუშავებელი საწარმოების კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
შეიძლება იყოს სამსხმელო საამქრო გამოსახულება
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული მოკვლევის შედეგად, ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
ფიზიკური პირი მ.გ (მისამართი: დედოფლისწყარო, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია) ყველს, რეალიზაციის მიზნით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე აწარმოებდა. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხოლო ამოღებული სურსათი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდა.
შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება
გარდა ზემოაღნიშნული ფაქტისა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხელმეორედ შეუჩერდა საწარმოო პროცესი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში რძის გადამმუშავებელ არარეგისტრირებულ საწარმოს. ფიზიკური პირი თ.ბ, სააგენტოს მიერ წარმოების პროცესის შეჩერების მიუხედავად, თვითნებურად აგრძელებდა საქმიანობას (ყველის წარმოება), რისთვისაც მეწარმე, დარღვევის განმეორების გამო, 5000 ლარით დაჯარიმდა.
2025 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მაქსიმალურად გაააქტიურა რძისა და რძის გადამამუშავებელი წარმოებების კონტროლი. მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს. აქედან 20-მდე მეწარმემ სააგენტოს მიმართა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო საქმიანობა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს – საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხოლო ამოღებული სურსათი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდა. 12 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ყველის-არარეგისტრირებულ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi