ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესირის აშენებას გეგმავს რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ არაბული კომპანია Eagle Hills-ი (+ფოტო)

რის აშენებას გეგმავს რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ არაბული კომპანია Eagle Hills-ი (+ფოტო)

რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ, სოფელ აღთაკლიასა და ფონიჭალაში მდებარე 590 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე, კომპანია Eagle Hills-მა საინვესტიციო პროექტი უნდა განახორციელოს.

უფორ კონკრეტულად, დაგეგმილი ინვესტიციის ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსები, კომერციული სივრცეები, სასტუმროები და რეკრეაციული ზონები უნდა მოეწყოს. ამის შესახებ იმ რენდერებიდან ირკვევა,რომელიც კომპანია Eagle Hills-მა საკუთარ ვებ. გვერდზე გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია, მას არ აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი და როგორც უკვე ცნობილია, აღნიშნული მიწა სახელმწიფომ ინვესტორს უნდა გადასცეს.

შეგახსენებთ, არაბული ინვესტიცია უნდა განხორციელდეს გონიოშიც. როგორც გონიოში, ასევე თბილისში დაგეგმილი პროექტების ჯამური ინვესტიცია 6.6 მილიარდი დოლარია, თუმცა უშუალოდ თბილისის ან გონიოს პროექტები რა დაჯდება ცნობილი არაა და კომპანია Eagle Hills-ს პრესრელიზებში საუბარია მხოლოდ ჯამურ საინვესტიციო მოცულობაზე დეტალიზაციის გარეშე.

თბილისის პროექტის სახელწოდება Tbilisi Waterfront იქნება, პროექტის რენდერები კი ასე გამოიყურება

eagle-hills-tbilisi-park-view-02-1762680518.jpgeagle-hills-tbilisi-park-view-01-copy-1762680471.jpgeagle-hills-tbilisi-park-view-07-04-1762680666.jpgeagle-hills-tbilisi-park-view-06-1762680612.jpgeagle-hills-tbilisi-park-view-05-copy-1762680571.jpg

eagle-hills-tbilisi-park-view-09-1762682424.jpg

eagle-hills-tbilisi-park-view-17-1762682524.jpg

eagle-hills-tbilisi-park-view-13-copy-1762682614.jpg

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისადმი ჯო ბაიდენის წერილს ავრცელებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი