პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაელენე ხოშტარიას დედა „ქართულ ოცნებას“ - „დედას გიტირებთ! მთელ მსოფლიოს ფეხზე დავაყენებთ!...

ელენე ხოშტარიას დედა „ქართულ ოცნებას“ – „დედას გიტირებთ! მთელ მსოფლიოს ფეხზე დავაყენებთ! რას „სტალინისტობთ“? მიპასუხეთ, რამ შეგაშინათ ასე, რატომ წაუწექით ასე პუტინს, რატომ გაასწორეთ საქართველო მიწასთან“

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე ხელისუფლებას მიმართავს:

„ვინ მოგცათ ამის უფლება? – გაგაფრთხილეთ, რომ მოგეკითხებათ! რა ბოდვაა ეს? მიპასუხეთ, რამ შეგაშინათ ასე, რატომ წაუწექით ასე პუტინს, რატომ გაასწორეთ საქართველო მიწასთან“.

სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის,ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას,ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას,მამუკა ხაზარაძისდა ბადრი ჯაფარიძისმიმართ, – განაცხადა საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ.

ელენე ხოშტარიას დედამ აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არ შერჩება.

„რეები მოიგონეთ, რას „სტალინისტობთ“ აქ? საცოდავებო, რა დღეში ხართ საერთოდ, ვის ეშინია თქვენი? რომ დაგაწვინეს არჩევნების დროს ზურგზე? ეს ვერ აიტანეთ? არა, იმიტომ, რომ შაიგუმ დაგავალათ ამის გაკეთება? ვინ „ჭამს“ ამას, საქართველოს რომელი მოქალაქე? რას ბოდავთ გეკითხებით? გაფრთხილებთ, დედა გეტირებათ ამ ბოდვისთვის. ვის უბედავთ? საქართველოს ისტორიას უბედავთ ამას? ვინ მოგცათ ამის უფლება? დედას გიტირებთ! მთელ მსოფლიოს ფეხზე დავაყენებთ. მსოფლიო ფეხზე დადგება. რას ფიქრობთ საერთოდ, შვილები არ გყავთ საერთოდ? გეკითხებით“, – განაცხადა ირინა გუნცაძემ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  გთავაზობთ 2025 წლის საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებისათვის
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი