პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისი"მთავარი რისკია, რომ თბილისი არ უნდა შეუერთდეს რუსთავს, ამ ორ ქალაქს შორის...

“მთავარი რისკია, რომ თბილისი არ უნდა შეუერთდეს რუსთავს, ამ ორ ქალაქს შორის მაქსიმალური დისტანცია უნდა შენარჩუნდეს” – სპეციალისტი Eagle Hills-ის პროექტზე

“მთა­ვა­რი რის­კია, რომ თბი­ლი­სი არ შე­უ­ერ­თდეს რუს­თავს, ზღვა­რი არ წა­ი­შა­ლოს ამ 2 ქა­ლაქს შო­რის“, – ასე ეხ­მა­უ­რე­ბა “ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან” რუს­თა­ვი-თბი­ლი­სის მა­გის­ტრა­ლის მიმ­დე­ბა­რედ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი­ან არა­ბულ ინ­ვეს­ტი­ცი­ას თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლურ გეგ­მა­ზე მო­მუ­შა­ვე „სითი ინ­სტი­ტუტ სა­ქარ­თვე­ლოს“ ხელ­მძღვა­ნე­ლიმა­მუ­კა სა­ლუქ­ვა­ძე.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, Eagle Hills-მა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს რუს­თა­ვი-თბი­ლი­სის მა­გის­ტრა­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სო­ფელ აღ­თაკ­ლი­ა­სა და ფო­ნი­ჭა­ლა­ში მდე­ბა­რე მი­წის ნაკ­ვეთ­ზე. მო­ცე­მუ­ლი მი­წის ფარ­თო­ბი მო­ი­ცავს კრწა­ნი­სის ტყე-პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­საც. მიწა ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა­შია, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ინ­ვეს­ტორს უნდა გა­და­ე­ცეს.

“ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი” და­ინ­ტე­რეს­და, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა შექ­მნას ურ­ბა­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სით მსგავ­სი მას­შტა­ბის პრო­ექ­ტმა, რო­მე­ლიც ორ ახ­ლომ­დე­ბა­რე ქა­ლაქს შო­რის უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

მა­მუ­კა სა­ლუქ­ვა­ძე ამ­ბობს, რომ რუს­თა­ვი-თბი­ლი­სის მა­გის­ტრა­ლის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი სივ­რცის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა, ლან­დშაფ­ტუ­რი ზღვა­რის დაც­ვის მიზ­ნით, მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა მოხ­დეს.

“ასე დევს გენ­გეგ­მის დო­კუ­მენ­ტში, რომ შე­ერ­თე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­წე­ვა და გა­დაბ­მა რუს­თავ­თან აგ­ლო­მე­რა­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც არ იყო სწო­რი. რამ­დე­ნი­მე ვერ­სია მუ­შავ­დე­ბა რო­გორც მე ვიცი, სა­ბო­ლოო არა­ფე­რია ჯერ, ამი­ტომ დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ, რად­გან უნდა ვიც­ნობ­დე პრო­ექტს სრულ­ყო­ფი­ლად. რაც თქვენ იცით რენ­დერე­ბის სა­ხით, იგი­ვე მაქვს ნა­ნა­ხი მეც. თუმ­ცა, ვსა­უბ­რობ იმ სა­კი­თხებ­ზე, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს.…გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  ფარდები თუ ჟალუზები – რომელი სჯობს საძინებლისთვის?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი