მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ყოველდღიური სეირნობა, რომელიც შესაძლოა რამდენიმე წუთიც კი გაგრძელდეს, ალცჰაიმერის განვითარებას ამცირებს.
როგორც theguardian-ი წერს, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში 3 000 ან მეტი ნაბიჯის გავლა ანელებს კოგნიტიურ დაქვეითებას ტვინში, რაც ალცჰაიმერის პაციენტებისთვისაა დამახასიათებელი.
კვლევა 14 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც გამოიკვეთა, ადამიანებს, რომლებიც დღეში 3000-დან 5000 ნაბიჯამდე დადიოდნენ, კოგნიტიური დაქვეითების საშუალოდ სამი წლით შეფერხება, ხოლო მათ, ვინც დღეში 5000-დან 7000 ნაბიჯამდე დადიოდა, 7 წლით შეფერხება აღენიშნებოდათ.
“ჩვენ მოვუწოდებთ ალცჰაიმერის დაავადების რისკის ქვეშ მყოფ ხანდაზმულებს, გაზარდონ ყოველდღიური აქტივობა,“ – განაცხადა კვლევის ავტორმა, დოქტორმა ვაი-ინგ იაუმ.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


