ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიალერგია ადამიანების მიმართაც არსებობს - ახალი კვლევა

ალერგია ადამიანების მიმართაც არსებობს – ახალი კვლევა

გგონიათ, ალერგია მხოლოდ მტვერზე, ცხოველის ბეწვზე ან საკვებზე ვითარდება? – ახალი სამეცნიერო მასალა აჩვენებს, რომ ადამიანის ორგანიზმს შეიძლება ჰქონდეს ალერგია სხვა ადამიანზე – პირდაპირი მნიშვნელობით.

მკვლევრები განმარტავენ, რომ არსებობს იშვიათი შემთხვევები, როცა სხეული აგრესიულად რეაგირებს სხვა ადამიანის სხეულის კონტაქტზე — იქნება ეს ოფლი თუ სპერმა.

ასეთი მდგომარეობა იწვევს მძიმე ალერგიულ რეაქციებს, რაც ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფორმაა – ალერგია მამაკაცის სპერმის მიმართ. ამ მდგომარეობით დაავადებულ ქალებს სპერმასთან კონტაქტის შემდეგ უვითარდებათ გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება და ზოგჯერ ანაფილაქსიური შოკიც კი.

კვლევები აჩვენებს, რომ სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს მაშინაც კი, როცა წყვილი დაცულ ურთიერთობას ამყარებს — უბრალოდ ორგანიზმი რეაგირებს პარტნიორის სპეციფიკურ ცილებზე. ასეთ შემთხვევაში ექიმები რეკომენდაციას უწევენ იმუნოთერაპიას ან სპეციალურ პრეპარატებს, რომლებიც ორგანიზმს ალერგენთან თანდათან აჩვევენ.

არსებობს სხვა, კიდევ უფრო იშვიათი ფორმებიც.

მაგალითად, ადამიანი რეაგირებს ოფლსა და ცრემლზეც. ასეთ შემთხვევებში პაციენტს კანზე ჩნდება მტკივნეული წერტილოვანი გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს წვა და ქავილი.

ზოგიერთმა პაციენტმა აღნიშნა, რომ ალერგიული რეაქცია ემართება მაშინაც, როცა სხვის სუნთქვას ახლოს გრძნობს.

ექიმების თქმით, ასეთი ალერგიები უკიდურესად იშვიათია, მაგრამ რეალური. მათი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს იმუნური სისტემის მწყობრიდან გამოსვლა, როდესაც სხეული უცხო ცილას „მტრად“ აღიქვამს.

ასეთი შემთხვევების დიაგნოზი რთულია — ალერგიული რეაქციები ხშირად ჰგავს სხვა დაავადებებს, როგორიცაა ეგზემა ან ასთმა. პაციენტს სჭირდება ალერგოლოგის კონსულტაცია და სპეციალური ტესტები, რომ ზუსტად დადგინდეს გამომწვევი ფაქტორი.

მკურნალობისას გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები, იმუნოთერაპია ან ზოგჯერ ქცევითი ცვლილებები — მაგალითად, ფიზიკური კონტაქტის შეზღუდვა კონკრეტულ პირობებში.

მეცნიერები ამ თემას განსაკუთრებული ინტერესით სწავლობენ, რადგან ის აჩვენებს, რამდენად რთულად და ინდივიდუალურად მუშაობს ადამიანის იმუნური სისტემა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

  ფუტკრებს ფილტვის კიბოს ამოცნობა შეუძლიათ - კვლევა

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი