კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვარლამ ავალიანი დაინიშნა

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვარლამ ავალიანი დაინიშნა.

ვარლამ ავალიანი 2021-2025 წლებში მედიაჰოლდინგის გენერალური დირექტორი იყო, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს და რამდენიმე მედია პლატფორმას აერთიანებს.

2019-2021 წლებში ვარლამ ავალიანი ,,სტუდია მაესტრო“-ს აღმასრულებელი დირექტორი იყო.

2012-2014 წლებში ვარლამ ავალიანი იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლისა და მოადგილის თანამდებობებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

2014-2018 წლებში მუშაობდა საკონსულტაციო კომპანიებში კომუნიკაციების კონსულტანტად. 1999-2013 წლებში იყო ჟურნალისტი სხვადასხვა ტელეკომპანიებში.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვარლამ ავალიანი დაინიშნა. 3 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/კატარის-სახელმწიფოში-საქ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi