ვის უწევს ქონების გადასახადი და რამდენია ჯარიმა გადაუხდელობის შემთხვევაში

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის თარიღის მოახლოებამ, მოსახლეობაში ვნებათაღელვა გამოიწვია.

ოფიციალური ინფორმაციით, ქონების გადასახადი უწევს პირს, თუ მისი ან ოჯახის შემოსავალი წლიურად 40 000 ლარს აღემატება. თუმცა, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ იურისტი სალომე ბეჟაშვილი ამბობს, აღნიშნული გადასახადი უწევს ყველა პირს, ვისაც მიწის ნაკვეთი აქვს. საუბარია, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ისე არასასოფლო-სამეურნეო და ტყის მიწებზე.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ზოგადად ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა არის კალენდარული წლის 15 ნოემბერი, ხოლო დეკლარაციის შევსება/წარდგენის ბოლო ვადად 1-ლი ნოემბერია განსაზღვრული, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წელს ორივე ეს თარიღი ემთხვევა შაბათს, ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშაო დღეზე, შესაბამისად, ფიზიკური პირები 3 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ ქონების დეკლარაციის წარდგენას, ხოლო უშუალოდ გადასახადის გადახდას 17 ნოემბრის ჩათვლით მოახერხებენ.

უფრო კონკრეტულად, ვის ეკისრება ქონების გადასახადი და როგორია ჯარიმის მოცულობა, „ბიზნესპრესნიუსი“ იურისტს სალომე ბეჟაშვილს ესაუბრა.

- Advertisement -
Ad imageAd image

– ქონების გადასახადს იხდიან როგორც ფიზიკური პირები, ისე რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიულ პირები. ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით, ქონების გადასახადის გადახდა უწევს ყველას, ვისაც აქვს მიწის ნაკვეთი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი აქვს შემოსავალი მას ან მისი ოჯახის წევრებს. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში (როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ისე არასასოფლო-სამეურნეო და ტყის მიწების), ყველა იხდის ქონების გადასახადის. კითხვის გაგრძელება…

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ვის უწევს ქონების გადასახადი და რამდენია ჯარიმა გადაუხდელობის შემთხვევაში. 30 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ქონების-გადასახადი/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Spetsialist po rabote s potentsialnymi klientami

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Automation Engineer (Cheminformatics)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Web automation BAS Developer/ZennoPoster

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-24T10:42:06+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi