ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალულია - ინფორმაცია მშობლებისთვის

7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალულია – ინფორმაცია მშობლებისთვის

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული მშობლებს აფრთხილებს და სოციალურ ქსელში წერს, რა ზიანის მოტანა შეუძლიათ ტრანსცხიმებს ბავშვბისთვის.

„ტრანსცხიმები — ფარული საფრთხე ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობისთვის!

თქვენ იცით, რომ ზოგიერთ ნამცხვარსა და “კარაქის” შემცვლელში ისეთი ნივთიერებებია, რაც ბავშვების გულს, ტვინსა და ორგანიზმს პირდაპირ აზიანებს?

ესენია ტრანსცხიმები — ხელოვნურად მიღებული ცხიმები, რომლებიც: ზრდიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, აქვეითებენ მეხსიერებას, უწყობენ ხელს სიმსუქნესა და დიაბეტის განვითარებას, შეიძლება ზემოქმედებდეს ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე.

სად გვხვდება ტრანსცხიმები?

მარგარინები და სპრედები;

იაფფასიანი ფენოვანი ცომის ნამცხვრები;

შოკოლადოვანი ვაფლები და ფენიანი ტკბილეული;

სწრაფი კვება – დონატი, ფრი, ბურგერი;

გაყინული ნახევარფაბრიკატები (პიცა, ბლინები);

ჩიფსები და თხელი ორცხობილები;

ბავშვებისთვის კი ტრანსცხიმები საერთოდ არ არის რეკომენდებული!
საქართველოს კანონით 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ საკვებში ტრანსცხიმები აკრძალულია.

როცა პროდუქტს ყიდულობთ — შეამოწმეთ ეტიკეტი! თუ წერია „ჰიდროგენიზებული ზეთი“ მოარიდეთ თქვენს შვილს. ბავშვებს სჭირდებათ ნატურალური, არა ინდუსტრიული ენერგია!“, – წერს ირაკლი არაბული.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  რა მჭირდება საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის: მთავარი მოთხოვნები და რჩევები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი