ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებირომელი ცხოველი დებდა ყველაზე დიდ კვერცხს? — მისი წონა 9 კილოგრამს აღწევს

რომელი ცხოველი დებდა ყველაზე დიდ კვერცხს? — მისი წონა 9 კილოგრამს აღწევს

დღესდღეობით ყველაზე დიდი კვერცხი, რომლის მოპოვებაც შეგვიძლია, სირაქლემას ეკუთვნის. მის მიერ დადებული ყველაზე დიდი ზომის კვერცხი დაახლოებით 2 კილოგრამსა და 600 გრამს იწონიდა. ეს პატარა კატის ზომას შეესაბამება.

სირაქლემები მსოფლიოს ყველაზე დიდი ფრინველები არიან და შესაბამისად ფეხბურთის ბურთის ზომის კვერცხებს დებენ. მიუხედავად ამისა, თუ დედამიწაზე ოდესმე მცხოვრებ ყველა ცხოველს გავითვალისწინებთ, მისი კვერცხი იმდენად შთამბეჭდავი აღარ ჩანს.

დიდი ხნის წინ მადაგასკარზე 3-მეტრიანი ფრინველი ცხოვრობდა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ კვერცხებს დებდა. მას ეპიორნისი (Aepyornis maximus) ჰქვია და ზოგჯერ სპილოსებრ ფრინველს ეძახიან.

მიიჩნევა, რომ ეპიორნისი ყველაზე დიდი ფრინველი იყო, რომელსაც ოდესმე უცხოვრია. მისი წონა 1000 კილოგრამს აღწევდა. ეპიორნისის კვერცხი ქათმისაზე დაახლოებით 150-ჯერ დიდი, 7-9 კილო, იყო. ეს იმდენად წარმოუდგენელია, რომ ბუფალოს მეცნიერების მუზეუმმა თავდაპირველად ნიმუში ხელოვნურად მიიჩნია.

კვერცხის სიდიდით მეორე ადგილზე დინოზავრების ეპოქის არსება დგას. ანტარქტიდაში მეცნიერებმა უზარმაზარი კვერცხი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ზღვის რეპტილიამ დადო და ზომებით თითქმის უახლოვდებოდა სპილოსებრი ფრინველისას. ფიქრობენ, რომ მას 66 მილიონი წლის წინ მოზაზავრი დებდა… სრულად

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  უკიდურესი გაჭირვებიდან ნობელიანტობამდე — ვანგარი მაატაის ისტორია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი