ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები11 წლის ბიჭის მკვლელობა და დამნაშავის აღიარება, რომელმაც მსოფლიო შეძრა

11 წლის ბიჭის მკვლელობა და დამნაშავის აღიარება, რომელმაც მსოფლიო შეძრა

1964 წელს, ლუკ ტარონის მშობლებს ეგონათ, რომ ყველაზე საშინელი კოშმარი უკვე გადაიტანეს, როდესაც პარიზის გარეუბანში მდებარე სახლის მახლობლად, 11 წლის ვაჟის ცხედარი იპოვეს. თუმცა, როდესაც მკვლელმა მათთვის და პოლიციისთვის დამცინავი წერილების გაგზავნა დაიწყო – ისინი მიხვდნენ, რომ ნამდვილი ჯოჯოხეთი მაშინ იწყებოდა.

11 წლის ლუკ ტარონი ბოლოს 1964 წლის 26 მაისს ნახეს. დედასთან კამათის შემდეგ ბიჭი სახლიდან გარეთ გამოვიდა. ყველა ელოდებოდა, რომ ლუკი სახლში მალევე დაბრუნდებოდა, თუმცა, ეს ასე არ მოხდა.

მომდევნო დღეს, 11 წლის ლუკის ცხედარი იპოვეს. ბიჭის გარდაცვალებიდან 2 თვის შემდეგ, ლუკის მკვლელმა პოლიციის, მედიისა და მშობლებისთვის წერილების გაგზავნა დაიწყო.

გამოცემა Le Monde-ის ცნობით, წერილების ქვეშ ყოველთვის ერთი და იგივე ხელმოწერა ხვდებოდათ: l’Etrangleur“ ანუ „მახრჩობელა”.

პოლიციამ მკვლელის კვალს მოგვიანებით მიაგნო და 27 წლის ლუსიენ ლეჟე (სტუდენტი ექთანი) დააკავა.  ლეჟეს ბინის ჩხრეკისას პოლიციამ, გაზეთებიდან ამოჭრილი გვერდები აღმოაჩინა, რომელიც ლუკის საქმეს ეხებოდა. ასევე, მიაგნეს ვარდისფერ რვეულს, რომლის ხელნაწერიც პოლიციისთვის ანონიმურად გაგზავნილ წერილებში გამოყენებულს ემთხვეოდა.

დაკავებიდან 24 საათის შემდეგ ლეჟემ დანაშაული აღიარა:

„დიახ, ისინი მართლები არიან, მე მონსტრი ვარ”.

კითხვაზე, თუ  რატომ მოკლა ლუკი, ლეჟემ ასე უპასუხა:

„ის ისეთივე უბედური ჩანდა, როგორც მე, როცა მის ასაკში ვიყავი”.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ესპანეთში პომიდვრის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი