კვირა, ნოემბერი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიირაკლი ღარიბაშვილს სასამართლომ გირაო შეუფარდა - მან გირაო 30 დღის განმავლობაში უნდა...

ირაკლი ღარიბაშვილს სასამართლომ გირაო შეუფარდა – მან გირაო 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს

ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ასევე, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვაზე.

წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს გაიმართება.

პროკურატურამ ღარიბაშვილს ბრალი დღეს წაუყენა. როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილისთვის 1 მილიონი ლარის გირაოს, საქართველოს მოქალაქის პასპორტის სამართალდამცავი უწყებისათვის ჩაბარებასა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას ითხოვდა.

მანამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ განაცხადა: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი“.

17 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ღონისძიება სუს-ის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

 

  გამოვლენილია ნარკოდანაშაულის - 2370 ფაქტი, პასუხისგებაში მიცემულია - 1712 პირი - შსს ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი