კვირა, ნოემბერი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაფსიქოლოგების რჩევები

ფსიქოლოგების რჩევები

როცა ბავშვი მშობლებს ეხმარება, ცუდია თუ არა? ოჯახი ხომ ახლობელი ადამიანებისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთზე ზრუნავენ. მიიღეთ ფსიქოლოგების რჩევები

ფსიქოლოგების რჩევები პირად საკითხებზე. ბევრისთვისაა ნაცნობი, რომ როცა ოჯახში ბავშვები ჩნდებიან, ძიძის ფუნქციას ხშირად პირველი შვილი ითავსებს. ეს ნორმად ითვლება და არც განიხილავენ. მაგრამ, ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება მომავალში ცუდ შედეგს გამოიღებს. მშობლები ხომ ნებისმიერ შემთხვევაში მშობლებად უნდა დარჩნენ, შვილები კი შვილებად.

როცა ოჯახში ბევრი ბავშვია, ხოლო მშობლებს ბევრი მუშაობა უწევთ, პასუხისმგებლობა ყველაზე უნდა გადანაწილდეს, მიუხედავად როლისა. ასეთ მოდელს ხშირად ვხვდებით.

მამების და დედების უმრავლესობა დაუფიქრებლად ანდობს უფროსს უმცროსის გაზრდას. ვინ ითამაშებს პატარასთან უკეთ, ვიდრე მისი და ან ძმა? ამ დროს აზრს თავად შვილს არც ეკითხებიან. უბრალოდ პასუხისმგებლობას ადვილად იშორებენ.

რა თქმა უნდა, არაფერია ცუდი იმაში, რომ უფროსმა პატარა სახლთან ასეირნოს ან ბაღიდან გამოიყვანოს. მაგრამ, მისი მთელი თავისუფალი დრო თუ უმცროსს ბავშვს ხმარდება, ეს მშობლების დანაშაულია. აი რატომ:

 

ბავშვს ფიზიკურად არ შეუძლია მშობლის ვალდებულებებთან გამკლავება.

ბავშვმა შესაძლოა შემთხვევით ან სპეციალურად ზიანი მიაყენოს “ჩაბარებულს”, თუნდაც იმით, რომ ხელი კრას.

იმისთვის, რომ ხარისხიანად მიხედოს, სურვილი უნდა გააჩნდეს ან ჯილდო მიიღოს, ეს დაძალებითი არ უნდა იყოს.

ბავშვი არაა დამნაშავე, თუ მშობლებმა კიდევ ერთი შვილი გააჩინეს.

ისინი, ვისაც ბავშვობაში პატარა დედმამიშვილის ან ნათესავის მიხედვას აძალებდნენ, ზრდასრულ ცხოვრებაში ხშირად ამბობენ საკუთარი შვილის ყოლაზე უარს.

ფსიქოლოგები თვლიან, რომ უფროსს შეუძლია დაეხმაროს მშობლებს ბავშვის გაზრდაში, თუ მათ შორის ასაკის სხვაობა მინიმუმ 5 წელია. ამასთან, დედამ და მამამ ამ სამსახურის კომპენსაცია უნდა გაწიონ – ნებისმიერი სახის საჩუქრით.

თუ მსგავსი სამსახური ვალდებულებად ითვლება და ჯილდოს არ გულისხმობს, მაშინ უნდა მოელაპარაკოთ ბავშვს დროის რომელ მონაკვეთს გამოყოფს მათ დასახმარებლად, რათა თავისუფალ დროს შეძლოს თავის მეგობრებთან ერთად ყოფნა და მისთვის საინტერესო აქტივობებით დაკავება.

  ტრაგედია თბილისში - 17 წლის ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ამასთან, ოჯახში ახალი ბავშვი უფროსისთვის გარკვეულ სტრესთან ყოველთვის ასოცირდება. ის კარგავს საყვარელი შვილის სტატუსს, ყურადღებაც ნაკლებად ეთმობა. უნდა ეცადოთ, რომ ოჯახში ყველას სათანადო ყურადღება და ადგილი ეკავოს.

კითხვის გაგრძელება #shenisilamaze

ნუ დაუკარგავთ ბავშვს ბედნიერ ბავშვობას.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი