ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასაქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მას კოლეგა, სურენ პაპიკიანი მასპინძლობს. დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მინისტრებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს. ირაკლი ჩიქოვანმა სომხეთის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება მეზობელ ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირებზე გაამახვილა.

თავდაცვის მინისტრების საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა წარმოადგენდა. ირაკლი ჩიქოვანმა დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის ისტორიული მნიშვნელობა აღნიშნა და განაცხადა, რომ შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. განაგრძეთ კითხვა…

  28 ივნისიდან თბილისში მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება — იხილეთ დეტალები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი