“ჩიტის რძე”, “ლომბარდი” “ყვითელი პრესა”- ტერმინები, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ, თუმცა, მათი წარმომავლობა შესაძლოა არ იცოდით

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

დღევანდელ სტატიაში საზოგადოებაში დამკვიდრებულ იმ ფრაზებსა და ტერმინებზე გიამბობთ, რომელთა წარმოშობის შესახებ, დიდი ალბათობით, არ იცოდით

საიდან შემოვიდა ტერმინი «ლომბარდი»?

2019090114570773439-1622710193.jpg

პირველი ლომბარდები საფრანგეთში XV ს. გაჩნდა, ლუი XI მეფობის (1461-1483) დროს. მას, ძირითადად, იტალიელები ხსნიდნენ, რომლებიც, უმეტესწილად, ლომბარდიის მხარიდან იყვნენ. სწორედ ამიტომ დაერქვა საკრედიტო დაწესებულებას, რომელიც უკვე 5 საუკუნოვან ისტორიას ითვლის, ეს სახელი.

- Advertisement -
Ad imageAd image

რატომ ჰქვია მსოფლიოში ყველაზე გემრიელ ნამცხვარს და კანფეტს “ჩიტის რძე”?

2019090115011973439-1622710501.jpg

კანფეტს – სუფლეს შოკოლადის მინანქრით, «ჩიტის რძე» (პოლ. ptasie mleczko) პოლონელებმა დაარქვეს და ის მაღაზიის დახლებზე 1936 წ. გამოჩნდა. ხოლო, მოგვიანებით, მინანქრიან სუფლეს ბისკვიტიც დაუმატეს და იგივე სახელით ტორტიც გაჩნდა.სახელის დარქმევის ისტორია კი ასეთი იყო: ძველ საბერძნეთში ჩიტის რძე სიმდიდრის და ფუფუნების სიმბოლოდ მიიჩნეოდა. მხარეზე სადაც ყველაფერი იყო, ამბობდნენ, რომ იქ ჩიტის რძის შოვნაც კი შეიძლებოდა. ასე, რომ ტერმინი და სიმბოლო ძველთაგანვე არსებობდა და პოლონელი კონდიტრების წყალობით, «ჩიტის რძეზე» უცხო მხარეში წასვლა საჭირო აღარ არის, – მისი ყიდვა უკვე მაღაზიაში შეიძლება.

რატომ ეძახიან ონკოლოგიურ დაავადებას “კიბოს”?

2019090115021473439-1622710560.jpg

ჯერ კიდევ ანტიკურ დროში, არსებობდა ონკოლოგიური დაავადებები და მათ შორის, კანის სიმსივნეს. ძველი ექიმები ამ დაავადების აღწერისას აღნიშნავდნენ, რომ კანი მტკიცე, გლუვი იყო და ვარდისფერი ფერი ჰქონდა. მათ ამ დაავადებას, კიბორჩხალას ჯავშანთან მსგავსების გამო, cancer-ი შეარქვეს, რაც ლათინურად «კიბორჩხალას» ან «კიბოს» ნიშნავს. მოგვიანებით, ტერმინი ონკოლოგიური დაავადების სხვა სახეობებზეც გავრცელდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

რატომ არის პრესა «ყვითელი»?

2017032818003373439-1622710590.jpg

«ყვითელი პრესა» – ტყუილების, სკანდალების და იაფფასიანი სენსაციების ბეჭვდით დაკავებული ჟურნალ-გაზეთების სინონიმია და ის აშშ-ში გაჩნდა.

1895 წ. ამერიკელმა მხატვარმა და გრაფიკოსმა რიჩარდ აუტკოლტმა ნიუ-იორკის გაზეთში – «The World»-ში, საკუთარი ნახატების სერია გამოაქვეყნა, იუმორისტული ტექსტებით; ყველა ნახატზე ერთი პერსონაჟი (პატარა ბიჭი) მეორდებოდა, რომელსაც ყვითელი პერანგი ეცვა. ხოლო, ამ პერანგის ფონზე, სახალისო გამონათქვამები ეწერა.

2017032820231373439-1622710625.jpg

ნახატები მალე პოპულარული გახდა და გაზეთის ყოველი ნომრის გამოსვლას, უამრავი ადამიანი ელოდა. ხოლო, იუმორისტული ნახატების სერიას, მკითხველებმა «ყვითელი ბიჭი» შეარქვეს. რაც შეეხება გაზეთის ტირაჟს, ის 70 ათასიდან – მილიონამდე გაიზარდა

გამაგრძეთ კითხვა

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). “ჩიტის რძე”, “ლომბარდი” “ყვითელი პრესა”- ტერმინები, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ, თუმცა, მათი წარმომავლობა შესაძლოა არ იცოდით. 22 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩიტის-რძე-ლომბარდი-ყვით/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi