კვირა, ნოემბერი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ქვეყანაში დიპლომი გაიცემა სახელმწიფოს პასუხისმგებლობით, მნიშვნელობა არ აქვს რომელი უნივერსიტეტი გასცემს მას....

„ქვეყანაში დიპლომი გაიცემა სახელმწიფოს პასუხისმგებლობით, მნიშვნელობა არ აქვს რომელი უნივერსიტეტი გასცემს მას. რადგან სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, აქვს ამოცანა, ყველა უნივერსიტეტში უზრუნველყოს დიპლომის ხარისხი“-ირაკლი კობახიძე

დღეს მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროფესორ-მასწავლებლების უმრავლესობა დასაქმებულია არასრულ განაკვეთზე, არასრული დატვირთვით და ეს იწვევს პრობლემებს ხარისხის კუთხითაც, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში გაიცემა დიპლომი, ეს დიპლომი გაიცემა სახელმწიფოს პასუხისმგებლობით და შესაბამისად, რადგან სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მას აქვს ამოცანა, ყველა უნივერსიტეტში უზრუნველყოს დიპლომის ხარისხი.

„როდესაც ქვეყანაში გაიცემა დიპლომი, ეს დიპლომი გაიცემა სახელმწიფოს პასუხისმგებლობით, მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფო უნივერსიტეტი გასცემს დიპლომს, თუ კერძო უნივერსიტეტი. შესაბამისად, რადგან სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მას აქვს ამოცანა, ყველა უნივერსიტეტში უზრუნველყოს დიპლომის ხარისხი. დღეს, მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროფესორ-მასწავლებლების უმრავლესობა დასაქმებულია არასრულ განაკვეთზე, არასრული დატვირთვით და ეს იწვევს პრობლემებს ხარისხის კუთხითაც,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, იმ მწირი რესურსების პირობებში, რაც ქვეყანას აქვს ინფრასტრუქტურული და საკადრო კუთხით, მნიშვნელოვანია მაქსიმალური ოპტიმიზაცია.

„უნივერსიტეტებს ჩვენს ქვეყანაში ჰქონდა თავისი ტრადიციული პროფილი, მაგალითად, ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰქონდა თავისი ტექნიკური პროფილი, თსუ იყო უფრო მეტად მრავალფუნქციური, ილიას უნივერსიტეტს – პედაგოგიური მიმართულება და ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მწირი რესურსების პირობებში, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას ინფრასტრუქტურული და საკადრო კუთხით, მნიშვნელოვანია მაქსიმალური ოპტიმიზაცია,“ – განაცხადა პრემიერმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი