ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფრო იაფია, ვიდრე ბაქოსა და ერევანში - Numbeo

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფრო იაფია, ვიდრე ბაქოსა და ერევანში – Numbeo

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ერთთვიანი აბონემენტი უფრო იაფი ღირს, ვიდრე მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებში, გამონაკლისი მხოლოდ თურქეთის დედაქალაქი ანკარაა.

Numbeo-ს მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ერთთვიანი აბონემენტის ღირებულება ასე გამოიყურება:

  • ანკარა, თურქეთი – 8.95 დოლარი
  • თბილისი, საქართველო 14.81 დოლარი
  • ბაქო, აზერბაიჯანი – 17.65 დოლარი
  • ერევანი, სომხეთი – 23.37 დოლარი
  • მოსკოვი, რუსეთი – 37.87 დოლარი

ამასთან, Numbeo-ს მიხედვით, (რეიტინგში სულ 225 ქალაქი მოხვდა) ყველაზე ძვირი ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტი ლონდონშია, რომელიც 241.69 დოლარი ღირს, ყველაზე იაფი კი ინდოეთის ქალაქ კოლკატაში, იქ გადასახადი მხოლოდ 2.56 დოლარს შეადგენს.

ცნობისათვის, საერთაშორისო კვლევით პორტალი Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ცალკეულ ქალაქებში ცხოვრების პირობების, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.

წყარო

 

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  თბილისის აეროპორტში ერთ კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების გატანის ფაქტები აღიკვეთა - შემოსავლების სამსახური
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი