კვირა, ნოემბერი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„...ისე ყველაფერი აგიხდეთ და აგისრულდეთ, რავარც მე“ - ემოციური ამბავი ზურა შევარდნაძის...

„…ისე ყველაფერი აგიხდეთ და აგისრულდეთ, რავარც მე“ – ემოციური ამბავი ზურა შევარდნაძის ბავშვობიდან

ფლორისტი ზურაბ შევარდნაძე ამბავს იხსენებს ბავშვობიდან:

“ვიქნებოდი ასე ხუთი, შეიძლება ექვსი წლის. საღამოს ბებიამ ფეხები დამითბილა, ხელ-პირი დამბანა, ბაბუამ ზურგზე შემისვა და ზუკუტურით ამიყვანეს ოდაში, გახამებულ თეთრეულში, გამზეურებულ ქვეშაგებში ჩამაგორეს.
ძილის წინ გამოწერილივით იყო: “დავწობი დამეძინება, სიზმარი დამესიზმრება, ცხრა ხატი ცხრა ანგელოზი თავსტუმალს დამესვენება.

ჯვარი გვწყალობს ჯვარცმული, ვერას გვაკლებს მაცდური…”რომ დარწმუნდა, დამეძინა, შუბლზე მაკოცა, საბანი შემომიკეცა და თავის ოთახში გავიდა.ვისაც ხის სახლში ერთი ღამე მაინც გაუთევია, ყველამ იცის, რომ ლაპარაკი კი არა, ამოსუნთქვაც ისმის წაბლის ხის ფარღალალა კედლებში. ბებიამ ბაბუას შესჩივლა: “ბიჯო, ბიჭიყორიფელობამდე კაია, კაი ზნისაა, მარა მგონია არ დადგება კაი შესახედავი, ხომ იცი შენ?!”გავინაბე, მართლა მოვიმძინარე თავი. როგორ მინდოდა, ბაბუას მაინც ვგონებოდი ლამაზი და კაი სანახავი, მარა გავწბილდი.”არ იდარდო, ქალო, რა უჭირს, ბიჭია, ჯანი მთელი აქ, გული კაი აქ, მხიარულია, ნამეტარი მოყვასია, რა გინდა დაავალო, აფერი არ ეზარება, სენთიანია, ენაწყლიანია, შრომა ეყვარება და გეიტანს თავს და ცხოვრებას რაცხაფერა…”იმ ღამეს არ მიძინია…ისე ყველაფერი აგიხდეთ და აგისრულდეთ, რავარც მე… ქე ვარ ასე უშნოდ, მარა სენთიანად მთელი ცხოვრება…”

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „ქალმა ქმრის მკვლელს 3000 ევრო გაუგზავნა... მოსამსახურე დაკავების დროს ფეხმძიმედ იყო...“ - თბილისში მომხდარი მკვლელობა, რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი