ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა3 თვეში საქართველოში ევროკავშირიდან უნებართვოდ მცხოვრები 822 პირი დააბრუნეს – რომელი ქვეყნები...

3 თვეში საქართველოში ევროკავშირიდან უნებართვოდ მცხოვრები 822 პირი დააბრუნეს – რომელი ქვეყნები ლიდერობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში რეადმისიის სულ 825 განცხადება განიხილეს, საიდანაც უარი მხოლოდ 3-ზე გაიცა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი – 482 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (81); ირლანდია (64), შვეიცარია (39); პოლონეთი (32); იტალია (25); დიდი ბრიტანეთი (12) და ა.შ.

ჯამში, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებიდან 2 673 უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააბრუნეს, აქედან პირველ კვარტალში 1 143, მეორე კვარტალში კი 708.

რაც შეეხება 2024 წლის სრულ სტატისტიკას, შარშან რეადმისიას საქართველოს 4 171 მოქალაქე დაექვემდებარა. კითხვის გაგრძელება…

  მგზავრთნაკადის ზრდა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში — ნახეთ, რომელია ლიდერი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი