წყვილის ურთიერთობა საკმაოდ რთული და ამავე დროს საინტერესო პროცესია, რა დროსაც მრავალ სიხარულს თან ახლავს წყენებიც.
ხანდახან ქალებს უჭირთ მათი პარტნიორების გრძნობებში გარკვევა. არის შემთხვევებიც, როდესაც მამაკაცი ქალის მიმართ ცივდება, თუმცა ამა ხმამაღლა არ აღიარებს.
როგორ იქცევა ის? დააკვირდით და გააანალიზეთ მისი ხასიათის ცვლილებები. ამასთან, წარმოგიდგენთ ფრაზებს, რომლებიც მიანიშნებენ რომ შესაძლოა მას თქვენ აღარ უყვარხართ:
-
“დღეს შემაგვიანდება. არ მცალია.”
თუ ეს სიტყვები ხშირად გესმით ე.ი. ის სხვასთან უფრო საინტერესოდ ატარებს დროს. არაა აუცილებელი, ეს ვიღაც მაინცდამაინც საყვარელი იყოს. მეგობარი, ჰობი… ნებისმიერ შემთხვევაში მას ისეთი რაღაც აყოვნებს, რისი გაზიარებაც თქვენთვის არ უნდა ან არ შეუძლია.
-
“პაუზა უნდა ავიღოთ”
თუ ის ამ ფრაზას გეუბნებათ, ე.ი. დაეჭვებულია თავისი არჩევანის სისწორეში. მას მარტო ყოფნა სურს, რომ გაიგოს, როგორ იგრძნობს თავს უთქვენოდ – მოიწყენს თუ არა. შესაძლოა, დაძაბული ურთიერთობაც გქონდეთ და პაუზას იმ იმედით იღებს, რომ დრო დაალაგებს ყველაფერს.
-
“მიჰბაძე ქეთის (ლიკას, ანას…)”
მოსიყვარულე მამაკაცი არასოდეს შეადარებს თავის რჩეულს სხვა ქალებს. ის, ვინც ადარებს, ქვეცნობიერად უკეთესს ეძებს. შედარება კი უკვე მიგანიშნებთ, რომ მას არ აკმაყოფილებს ის, ვინც გვერდით ჰყავს.
-
“მე თავად გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე”
ეს არ ნიშნავს, რომ მამაკაცს დამოუკიდებლობა უნდა, როგორც ეს მოზარდის შემთხვევაში იქნებოდა. ეს ნიშნავს, რომ მას სულ არ აინტერესებს თქვენი აზრი და საკუთარ ავტონომიურობას გაგრძნობინებთ.
-
“არ მაინტერესებს, რას ფიქრობ”
ღია განცხადებაა იმის შესახებ, რომ საერთოდ არ აინტერესებთ. შესაძლოა უკვე პატივსაც აღარ გცემთ, როგორც პიროვნებას. თუ კაცი ასეთ რამეს გეუბნებათ, ნუ ააშენებთ იმედის კოშკებს. წადით მისგან.
ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა


