როგორ გამოვიყენოთ წყალბადის ზეჟანგი სხვადასხვა შემთხვევების დროს – ეფექტური რჩევები

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

წყალბადის ზეჟანგი (H₂O₂) ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და მრავალმხრივი საშუალებაა, რომელიც თითქმის ყველა საოჯახო აფთიაქში მოიპოვება. თუმცა ბევრს მხოლოდ ჭრილობების დამუშავება ახსენდება, მაშინ როცა მისი გამოყენების არეალი გაცილებით ფართოა.

გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ ვარიანტს, თუ როგორ გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი სწორად:

  • ჭრილობების და ნაკაწრების დეზინფექციაწყალბადის ზეჟანგი კარგად ანადგურებს ბაქტერიებს და ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას.

მცირე ჭრილობებსა და ნაკაწრებზე დააწვეთეთ ან დაასხით მცირე რაოდენობა. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ღრმა ჭრილობებისთვის მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით გამოიყენოთ.

  • პირის ღრუს გაწმენდაწყალბადის ზეჟანგი მცირე კონცენტრაციით ხელს უწყობს ბაქტერიების შემცირებას და უსიამოვნო სუნის მოხსნას.

გამოყენება: 1:1 პროპორციით გააზავეთ წყალში და გამოივლეთ პირი. არ უნდა გადაყლაპოთ!

- Advertisement -
Ad imageAd image
  • თეთრი ტანსაცმლის გამუქებული ლაქების მოცილებაზეჟანგი ხშირად გამოიყენება ბუნებრივი გამათეთრებლის სახით.

გამოყენება: დაუმატეთ ნახევარი ჭიქა 3%-იანი ხსნარი სარეცხ მანქანაში, თეთრ ქსოვილებს უფრო ნათელ ფერს შესძენს.

  • ფრჩხილის სოკოს წინააღმდეგანტისეპტიკური თვისებების გამო ეფექტიანია სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ.

გამოყენება: ფრჩხილი რამდენიმე წუთით ჩაალბეთ წყალბადის ზეჟანგის ხსნარში ან პირდაპირ წაისვით ბამბით.

  • ზედაპირების დეზინფექცია

ზეჟანგი ეფექტიანად ანადგურებს მიკრობებს სამზარეულოსა და აბაზანის ზედაპირებზე.

გამოყენება:პულველიზატორიანი ბოთლით შეასხურეთ ზედაპირს, დატოვეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ გაწმინდეთ. განაგრძეთ კითხვა

დაგაინტერესებთ:

- Advertisement -
Ad imageAd image

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

  საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატოს შტაბ-ბინაში რამშტაინის ფორმატის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). როგორ გამოვიყენოთ წყალბადის ზეჟანგი სხვადასხვა შემთხვევების დროს – ეფექტური რჩევები. 10 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/როგორ-გამოვიყენოთ-წყალბა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi