ევროკავშირი 12 ოქტომბრიდან საზღვრის კვეთის წესებს ცვლის

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ევროკავშირი მიმდინარე წლის 12 ოქტომბრიდან საზღვრის კვეთის ახალ სისტემას აამოქმედებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალმა სისტემამ პასპორტებში ჩვეული შტამპები ბიომეტრიული რეგისტრაციით უნდა ჩაანაცვლოს. ის ეტაპობრივად შენგენის ზონის ყველა ქვეყანაში დაინერგება.

სიახლე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს შეეხება. აღსანიშნავია, რომ ახალი სისტემა შეეხება ყველა ადამიანს, ვინც ევროკავშირს ტურისტული მიზნით მოკლე ვადით სტუმრობს, მიუხედავად იმისა, საზღვრის კვეთისას მას ვიზა სჭირდება, თუ არა.

ახალი სისტემა საზღვრის კვეთისას თითოეული მოგზაურის სახელსა და გვარს, მისი პასპორტის მონაცემებს, ბიომეტრიულ მონაცემებს (სახეს, თითის ანაბეჭდებს) და საზღვრის კვეთის ზუსტ დროსა და ადგილს ჩაიწერს. სისტემა აგრეთვე შეინახავს იმ მოგზაურების მონაცემებს, რომლებსაც ევროკავშირში შესვლაზე უარს ეტყვიან.

- Advertisement -
Ad imageAd image

ახალი სისტემის დანერგვით ევროკავშირის სავიზო პოლიტიკა არ იცვლება. იმ ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების უფლება აქვს, მგზავრობას ვიზის გარეშე კვლავ შეეძლება.

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ევროკავშირი 12 ოქტომბრიდან საზღვრის კვეთის წესებს ცვლის. 10 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ევროკავშირი-12-ოქტომბრიდა/

  „ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე და კიდევ ერთი ახალგაზრდა დაშავდა - სტუდენტები მეტეხის ხიდთან 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას გეგმავდნენ, რა დროსაც მათი ინფორმაციით, თავს დაესხნენ“
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi