კომბოსტო გემრიელი მხოლოდ სალათებში არ არის, ამას ეს რეცეპტიც ამტკიცებს. კომბოსტოს შნიცელი არომატული და ხრაშუნა გამოდის, შეუძლებელია შეხედოთ და არ მოგინდეთ მისი გასინჯვა.
მიუხედავად მისი მოთუშვისა კომბოსტო თითქმის ყველა მის სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ბოსტნეული მდიდარია ვიტამინებით, ბოჭკოებით, მინერალური მარილებით, რომელიც აუცილებელია ჩვენი სხეულისათვის. აქედან გამომდინარე, კვერცხში შემწვარი კომბოსტო არ არის მხოლოდ ნოყიერი, სწრაფი და იაფი, არამედ ჯანსაღი საკვებიცაა.