საქართველოს მატიანე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს მატიანე

მონუმენტი “საქართველოს მატიანე” ქვების სვეტებისგან შექმნილი მონუმენტია, რომელიც თბილისში, ნაძალადევის რაიონში თემქაზე, ყეენის მთაზე მდებარეობს. ძეგლი 1980 წელს შეიქმნა და მისი ავტორი ცნობილი მოქანდაკე ზურაბ წერეთელია. მონუმენტი “საქართველოს მატიანე” ყეენის მთაზეა გაშლილი.

image

მოქანდაკე ზურაბ წერეთლის ავტორობით გასული საუკუნის 80-იან წლებში აგებული მონუმენტის სვეტებზე დატანილია მრავალი სცენა და პერსონაჟი საქართველოს ისტორიიდან და ლიტერატურიდან, რელიგიური შინაარსის გამოსახულებებთან ერთად.

მონუმენტამდე მისვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებით მარტივადაა შესაძლებელი: მეტროსადგურ “ღრმაღელეს” მიმდებარედ ჩერდება ავტობუსი #360, რომლის ბოლო გაჩერებაა კადეტთა კორპუსი. კადეტთა კორპუსიდან მონუმენტამდე მისვლა ფეხითაც შეგიძლიათ.

- Advertisement -
Ad imageAd image

აქვეა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მოქმედი ეკლესიაც.

image

გარდა ძეგლის უნიკალურობისა, ამ ადგილიდან იშლება ულამაზესი ხედი, რომელიც არანაკლები ემოციებით აავსებს მნახველს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საქართველოს მატიანე. 2 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-მატიანე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi