პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაზუგდიდში თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე ავტოდრომი აშენდება - დასავლეთ საქართველოს ავტოსპორტის მიზიდულობის ცენტრი...

ზუგდიდში თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე ავტოდრომი აშენდება – დასავლეთ საქართველოს ავტოსპორტის მიზიდულობის ცენტრი იქნება

ზუგდიდში თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე ავტოდრომი აშენდება – განაცხადა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, დათო კოდუამ, ინგირში გამართულ ავტომოყვარულთა შეჯიბრზე.

კოდუას განმარტებით ახალი ავტოდრომი დასავლეთ საქართველოს ავტოსპორტის მიზიდულობის ცენტრი იქნება.

„ზუგდიდი ავტოსპორტის მიმართულებით გამორჩეული ქალაქია. დღეს, რიგით მეექვსე ღონისძიებას ვატარებთ. ზუგდიდს ავტოსპორტის მიმართულებით ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს, რაზეც დღევანდელი ღონისძიება და აქ ადამიანების დაინტერესებაც მეტყველებს.

მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით ამ ადამიანებს, ავაშენებთ თანამედროვე ინფრასტრუქტურას ავტოსპორტისთვის, რომელიც იქნება დიდი მიზიდულობის ცენტრი ავტოსპორტით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ჩვენი მხარდაჭერა ექნება სპორტის ყველა სახეობას, ამისთვის კი გვჭირდება საინტერესო პროექტები, იდეები სპორტის სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა დავით კოდუამ.

დღეს გამართულ შეჯიბრზე ავტომოყვარულები ერთმანეთს 6 კატეგორიაში შეეჯიბრნენ. ღონისძიება მეექვსე წელია ტარდება. ინგირში გამართულ ავტომოყვარულთა შეჯიბრს ზუგდიდის მერობის კანდიდატთან ერთად, პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა ესწრებოდა.

  დარტყმებს ბოლო 24 საათში 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები - „ცაჰალი" ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი