პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ვინც საქართველოს სახელმწიფოს დაეჯახა საერთაშორისო სასამართლოში, ყველა დამარცხდა, მათ შორის არბიტრაჟებში -...

„ვინც საქართველოს სახელმწიფოს დაეჯახა საერთაშორისო სასამართლოში, ყველა დამარცხდა, მათ შორის არბიტრაჟებში – გვარამიას საქმე, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე, „რუსთავი 2“-ის საქმე“-შალვა პაპუაშვილი

სტრასბურგის სასამართლოს ვინც კი მიმართა, ყველა დამარცხდა საქართველოსთან. მათ შორის ის ხალხი, მიხეილ სააკაშვილს რომ ესარჩლებოდნენ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„გახსოვთ თქვენ ევროკავშირის ელჩები, რომლებიც ცრუ ნარატივის დემარშით მივიდნენ იუსტიციის მინისტრთან და ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გაყვანას ქვეყნის გარეთ და რეალურად მის გათავისუფლებას. რამდენიმე კვირაში დამარცხდნენ საქართველოსთან. ამხილა სტრასბურგმა ეს ელჩები, რომ ცრუ ნარატივით ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას.

გვარამიას საქმე, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე, „რუსთავი 2“-ის საქმე. ვინც საქართველოს სახელმწიფოს დაეჯახა საერთაშორისო სასამართლოში, ყველა დამარცხდა, მათ შორის არბიტრაჟებში. იმ ხალხის მხრიდან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეძახის პოლიტპატიმარს, ეს არის მათი რეპუტაციის დაზიანება უპირველეს ყოვლისა. ეს ხალხი უკვე ბევრჯერ დამარცხდა საქართველოსთან საერთაშორისო სასამართლოში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

  თბილისში წყლის მიწოდება დროებით შეწყდება — გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი