პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებადუშეთის იაკობ ტრიპოლსკის სახელობის სახალხო თეატრი 145 წლის გახდა - ღონისძიება საგამოფენო...

დუშეთის იაკობ ტრიპოლსკის სახელობის სახალხო თეატრი 145 წლის გახდა – ღონისძიება საგამოფენო სივრცის პრეზენტაციით გაიხსნა. ექსპოზიცია გასული საუკუნის ეპოქისთვის დამახასიათებელი დეკორაციებით, ავეჯითა და აქსესუარებით იყო გაფორმებული

დუშეთის იაკობ ტრიპოლსკის სახელობის სახალხო თეატრი 145 წლის გახდა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით, ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
შეიძლება იყოს 2 ადამიანი გამოსახულება
საღამოს ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
შეიძლება იყოს 3 ადამიანი და წვერი გამოსახულება
ღონისძიება საგამოფენო სივრცის პრეზენტაციით გაიხსნა. ექსპოზიცია გასული საუკუნის ეპოქისთვის დამახასიათებელი დეკორაციებით, ავეჯითა და აქსესუარებით იყო გაფორმებული. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ დუშეთის სახალხო თეატრის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა.
შემოქმედებით საღამოს მოწვეული მუსიკოსები აფორმებდნენ.
ღონისძიების ფარგლებში საზოგადოებას თეატრის დასმა წარუდგინა ავქსენტი ცაგარელის პიესის – „ხანუმას” მიხედვით სპექტაკლის პრემიერა. დადგმა შესრულდა რეჟისორ გიორგი ქლაინის ხელმძღვანელობით.
საზეიმო პროგრამის დასასრულს, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობების — ელენე პაპიაშვილისა და მანანა დათოშვილის ვარსკვლავები.
საღამოს ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.
“დუშეთის იაკობ ტრიპოლსკის სახელობის სახალხო თეატრი ჩვენი რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენია. 145 წელი თეატრალური ისტორიის, ხელოვნებისადმი ერთგულებისა და ადამიანების მსახურების ნათელი მაგალითია.
მინდა, გულწრფელად მივულოცო თეატრის მთელ გუნდს, მსახიობებს, რეჟისორებს, ტექნიკურ პერსონალს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ და დღემდე ქმნიან ამ უნიკალურ სივრცეს.
ჩვენ ვამაყობთ, რომ დუშეთი იყო და რჩება იმ ადგილად, სადაც ხელოვნებას აფასებენ, პატივს სცემენ და თაობიდან თაობას გადასცემენ.
145 წლის იუბილე არ არის მხოლოდ აღსანიშნავი თარიღი – ეს არის ისტორიის, ტრადიციისა და ახალი შემოქმედებითი ეპოქის დასაწყისის სიმბოლო.“ – განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.

შეიძლება იყოს 2 ადამიანი გამოსახულებაშეიძლება იყოს 5 ადამიანი გამოსახულებაშეიძლება იყოს 3 ადამიანი გამოსახულებაშეიძლება იყოს 1 ადამიანი გამოსახულებაშეიძლება იყოს 1 ადამიანი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი