თბილისში, ისანში, პირველმა „სურსათის ბანკმა“ ფუნქციონირება უკვე დაიწყო. ამის შესახებ “სურსათის ბანკის” პროექტის ინიციატორი „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO-ს) პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, ჯუბა მარუაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“სურსათის ბანკი” იმას გულისხმობს, რომ ჭარბი, უვნებელი სურსათი არ გადაიყრება, შეგროვდება და შეჭირვებულ მოსახლეობას დაურიგდება. მარუაშვილის განმარტებით, “სურსათის ბანკში” დაბალი რისკის კატეგორიის სურსათის განთავსება ხდება.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია