“მე არ მივდევ ვარსკვლავებს,თავად ვხდები ერთ-ერთი მათგანი,“ – ასე ასათაურებს ნეკა დოროყაშვილი ფოტოებს, რომლებიც საკუთარ “ინსტაგრამის“ ანგარიშზე გამოაქვეყნა.
მან სიახლე გამომწერებს ცოტა ხნის წინ ექსკლუზიურად გაუზიარა. ნეკას თქმით, მალე მსმენელი იხილავს პირველ ქართული-ამერიკულ მუსიკალურ პროექტს.
NEKA PRODUCTION 2025 ამაყად წარმოგიდგენთ:
პირველი ქართული-ამერიკული მუსიკალური პროექტი.
ჩემი პირველი მუსიკალური კლიპის პრემიერა.
ახალი ეპოქა იწყება – ქართული ხმა მსოფლიო სცენაზე!
MY NAME IS NEKA, ალბომიდან – EAST 1990. ეს არაა უბრალოდ დებიუტი – ეს არის ქალის DECLARATION!
გრძნობა, ემოცია და ენერგია – ერთად შეკრული ერთ ტრეკში.
მზად იყავი…
მალე ყველა პლატფორმაზე!
THIS IS JUST THE BEGINNING… (ეს მხოლოდ დასაწყისია)“ – წერს ნეკა და გულშემატკივრებს ვარსკვლავურ ფოტოებსაც უზიარებს, რომლებიც, სავარაუდოდ, კლიპის გადაღების დროს არის გადაღებული.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi