მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ წერს.
„საშიში ამინდის პირობები უკან მოვიტოვეთ და საქართველოში მზიანი დღეები იწყება. მომდევნო 3 დღის განმავლობაში მშრალი და თბილი ამინდია მოსალოდნელი ყველგან და დღისით საგრძნობლად დათბება, განსაკუთრებით სანაპირო კურორტებზე +26 გრადუსამდე, დასავლეთის დაბლობზე +24, ხოლო აღმოსავლეთის ბარში +21 გრადუსი დაფიქსირდება.
ზღვაც დამშვიდდება და მდინარეები თავის კალაპოტს დაუბრუნდება. არ არსებობს დაუსრულებელი უამინდობა, გისურვებთ ხშირ ღიმილს.“ – წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi