წინამძღვრიშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ჩუღურეთის რაიონში, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი ღონისძიების გამო, დღეს, 14:00-დან 22:00 საათამდე, წინამძღვრიშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

კერძოდ, გადაადგილება სრულად შეიზღუდება წინამძღვრიშვილისა და მოსე გოგიბერიძის ქუჩების კვეთიდან წინამძღვრიშვილისა და ლევ ტოლსტოის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

შეზღუდვის პერიოდში, წინამძღვრიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ივანე ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ლევ ტოლსტოის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მოსე გოგიბერიძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედანზე მარცხნივ მოხვევით.

თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.

- Advertisement -
Ad imageAd image
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). წინამძღვრიშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. 23 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/წინამძღვრიშვილის-ქუჩის-გ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi