9 წლის შემდეგ აღიარებული დანაშაული და ბრალდებულის უკანასკნელი მიმართვა ოჯახს სიკვდილის წინ

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

41 წლის მოისეს სანდოვალ მენდოსა, რომელსაც 2004 წელს 20 წლის ახალგაზრდა ქალის, რაშელ ო’ნილ ტოლესონის სასტიკ მკვლელობაში ედებოდა ბრალი, სიკვდილით დასაჯეს.

სიკვდილით დასჯის პროცედურის დაწყებამდე, მენდოსამ მოკლული ქალის ოჯახის წევრებს გულწრფელად მოუბოდიშა და აღიარა, რომ მისი ქმედება გაუმართლებელია და წუხს, რომ ახალგაზრდა ქალს სიცოცხლე წაართვა.

„მაპატიეთ, რომ რაშელის სიცოცხლე წავართვი… ძალიან ვწუხვარ. ვიცი, რაც უნდა ვთქვა ან გავაკეთო, ამას ვერაფერი გამოასწორებს. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი ბოდიში გულწრფელია,“ — განაცხადა მენდოსამ სიკვდილის წინ.

რაშელ ტოლესონი მაშინ მხოლოდ 20 წლის იყო. ახალგაზრდა ქალი, მენდოსამ ჯერ გაგუდა, შემდეგ კი დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მისი დანაწევრებული სხეული რამდენიმე დღის შემდეგ მდინარის პირას იპოვეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ცხედარი იმდენად იყო დასახიჩრებული რომ  მისი პიროვნება სტომატოლოგიური ჩანაწერებით ამოიცნეს.

მოკლულ ქალს 6 თვის ქალიშვილი დარჩა.

ახლა ის სრულწლოვანია, თუმცა დედის მკვლელის სიკვდილით დასჯას არ დასწრებია.

ბოლო სიტყვები – ოჯახისთვის და მეგობრებისთვის

დასჯის წინ მენდოსამ პირადად მიმართა ტოლესონის მშობლებს, ძმას, ბიძას და ბიძაშვილს, რომლებიც პროცესს მოწმეთა ოთახიდან ესწრებოდნენ.

- Advertisement -
Ad imageAd image

შემდეგ ის ესპანურად ესაუბრა ცოლს, დას და ორ მეგობარს, რომლებიც მეორე ოთახიდან ადევნებდნენ თვალს სიკვდილის პროცესს.

„მიყვარხართ. თქვენთან ვარ. მშვიდად ვარ და კარგად ვარ…“, – თქვა მენდოსამ ესპანურად.

მიუხედავად მენდოსას ბოდიშისა, რაშელის დედამ მკაცრად თქვა, რომ სიტყვები ვერ ცვლის იმ დანაკარგს, რაც მათ ოჯახს მიადგა.

„მისი ბოდიში ვერ დაგვიბრუნებს ჩვენს შვილს. ვერაფერი გააქრობს იმ ტკივილს, რაც მან მოგვაყენა,“ — განაცხადა ტოლესონის დედამ მედიასთან.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 9 წლის შემდეგ აღიარებული დანაშაული და ბრალდებულის უკანასკნელი მიმართვა ოჯახს სიკვდილის წინ. 22 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/9-წლის-შემდეგ-აღიარებული-დ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi