პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიპირველად აღმოაჩინეს ქარვა დინოზავრების დროინდელი მწერებით

პირველად აღმოაჩინეს ქარვა დინოზავრების დროინდელი მწერებით

სამხრეთ ამერიკაში, ეკვადორის აღმოსავლეთით მდებარე ქვიშის კარიერში, აღმოჩენილია პირველი ბიოლოგიური ნაწილაკების შემცველი ქარვის ნიმუშები, რომელთა ასაკიც 112 მილიონი წელია. გაქვავებულ ფისში შემორჩა ობობას ქსელი, კოღოები, ხოჭოები, ბუზები, კრაზანები და სხვა მწერები, რომლებიც დინოზავრების ეპოქაში ცხოვრობდნენ. ინფორმაცია აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნებულია ჟურნალში Communications Earth & Environment.

კვლევაზე საერთაშორისო ჯგუფი მუშაობდა, ბარსელონის უნივერსიტეტის პროფესორის, ხავიერ დელკლოსის ხელმძღვანელობით.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფისი შესაძლოა წარმოიქმნა წიწვოვანი ხეებისგან, რომლებიც თანამედროვე ეკვადორის ტერიტორიაზე სუპერკონტინენტ გონდვანას არსებობის პერიოდში იზრდებოდნენ. ქარვის 60 ნიმუშიდან ბიოლოგიურ ჩანართებს მესამედზე მეტი შეიცავდა.

ეს აღმოჩენა განსაკუთრებულ სამეცნიერო ღირებულებას წარმოადგენს, ვინაიდან ეს არის პირველი მეზოზოური ხანის ნიმუშები ბიოჩანართებით, რომლებიც სამხრეთ ამერიკის კონტინენტზეა ნაპოვნი. მწერების ყველა ნაპოვნი სახეობა მეცნიერებისთვის ახალია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  "...თითზე დანა დამადო და მითხრა, თუ იმას არ გავაკეთებდი რაც უნდოდა, თითს მომაჭრიდა... მერე სასაფლაოზე ამიყვანა " - მარტა ბარამიძის ტრაგიკული ისტორია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი