22 სექტემბერს, ეკლესია ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა იოაკიმე და ანა იუდეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმიდა იოაკიმე დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იყო, ანა კი ლევიტელთა ტომიდან.
წმიდა იოაკიმე და ანა უშვილონი იყვნენ. უნაყოფობა ძველ აღთქმაში ღვთის კურთხევის მოკლებად, ღვთისგან მოვლენილ უმძიმეს სასჯელად მიიჩნეოდა. წმიდა იოაკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერწობის გამო მეუღლე გაეშვა და სხვა შეერთო, მაგრამ სულიერად ის სჯულზე მაღლა იდგა. ღმერთმა წყალობით გადმოხედა ცოლ-ქმარს და იშვა „პალატი ცათა მეუფისა“ – ყოვლადწმიდა ქალწული, ღვთისმშობელი მარიამი.
ტროპარი: რომელი ჰსჯულსა შინა მადლისა მიერ განმართლდეს, და ყრმა ღმრთის-მშობელი გვიშვეს ჩუენ, იოაკიმ და ანა, ამის-თვისცა დღეს ბრწყინვალედ განსცხრების სოფელი, და დღესასწაულობს ეკლესია ღმრთისა პატიოსანსა ხსენებასა მათსა, და ადიდებს ღმერთსა, რომელმან აღგვიდგინა ჩუენ რქა ცხოვრებისა სახლსა დავითისსა.
კონდაკი: იხარებს აწ ანა, ბერწობისა საკრველთაგან ხსნილი, და ზრდის ყოვლად-უხრწნელსა, თანად მომწოდებელი ყოველთა გალობად, რომელმან მოანიჭა საშოთ მისით კაცთა მხოლო დედა, ქმრისა გამოუცდელი.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi