ორშაბათი, აპრილი 20, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„გასროლის ხმა არ გამიგია. მე წავიყვანე საავადმყოფოში. გონზე არ იყო...“ - ალექსი...

„გასროლის ხმა არ გამიგია. მე წავიყვანე საავადმყოფოში. გონზე არ იყო…“ – ალექსი ახვლედიანის პირველი კომენტარი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე

“არა, გასროლის ხმა არ გამიგია. კი მე წავიყვანე სავადმყოფოში. გონზე არ იყო.

ბოლო წელწადნახევარი თორნიკე არაერთხელ ამბობდა რომ ის უნდა წასულიყო ამ თანამდებობიდან, იმიტომ რომ თვლიდა, 7 წელი ძალიან ბევრი იყო როგორც მისთვის, ისე რეგიონისთვის. ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ ჩემს თავსაც ვამჩნევ, რომ ისეთი შემართებით ვეღარ ვარო. მისი ეს სურვილი განსაკუთრებით გააქტიურდა 2024 არჩევნებზე. სურვილი ჰქონდა, რომ თავისი საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიაში. ვერ გეტყვით ამის შესახებ უთხრა თუ არა პრემიერს, შესაბამის დროს ელოდა, ამიტომ მოხდა ეს ცვლილება თუ არა, არ დამიზუსტებია. როგორც მომიყვა გათავისუფლების შემდეგ შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ გაეგრძელებინა დიპლომატიურ სამსახურში, თუ იქნებოდა საშუალება დიდ ბრიტანეთში…

ტელეფონი დამჯდარი მქონდა, ტელეფონი დავდე დასატენად და რამდენიმე წუთში მესმის ზარი, გამოვედი – დავხედე და თორნიკე რეკავს. ავიღე ყურმილი, ხო ძმაო, გისმენ – გისმენ და ხმა არ გამცა. მერე გადავურეკე და აღარ იღებდა, რო არ იღებდა გამოვედი ინსტიქტურად რა ხდება რა. მე გასროლის ხმა არ გამიგია, ძალიან შორს იყო. მე წავიყვანე საავადმყოფოში. გონზე არ იყო“ – ამის შესახებ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, რიჟვაძესთან კომუნიკაცია ოჯახის წევრებისთვისაც შეზღუდულია და ამ დროისთვის, მას 2-თვიანი ფსიქოლოგიური მკურნალობა უტარდება.

ახვლედიანის ცნობით, თორნიკე რიიჟვაძეს მომდევნო რამდენიმე დღეში თურქეთში თვალის ოპერაციას ჩაუტარებენ.

მასთან საუბრებში რიჟვაძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება სურდა და მას საქმიანობის გაგრძელება დიპლომატიაში სურდა, კერძოდ, დიდ ბრიტანეთში.

ახვლედიანი აცხადებს, რომ მას სროლის ხმა არ გაუგია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

  საქართველოში შესაძლოა, UFC-ის ღონისძიება ჩატარდეს

პროკურატურამ წარადგინა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საძინებელი ოთახიდან, სადაც რიჟვაძე იმყოფებოდა, ამოღებულ საწერ კალამზე თორნიკე რიჟვაძის დნმ ამოვიდა. ასევე, ცეცხლსასროლ იარაღზე კი შერეული, ანუ თორნიკე რიჟვაძისა და ალექსი ახვლედიანის დნმ ამოვიდა.

პროცესს ესწრება ბრალდებული ალექსი ახვლედიანი. ალექსი ახვლედიანმა სასამართლო პროცესზე დააფიქსირა პოზიცია, რომ ამ საქმეზე თორნიკე რიჟვაძის დაკითხვა მნიშვნელოვანია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა.

ალექსი ახვლედიანს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება

სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.